თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს

ნახვები: 188 თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს

 

ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილსა და მასზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გაჟღერებული მძიმე ბრალდებების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს თანამდებობიდან არ გადააყენებს.

აბლოთიას შეფასებით, დიმიტრი სამხარაძის განცხადება მხოლოდ დასაწყისია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ღარიბაშვილის ბრალდებებს უარყოფენ, მას კი პირადი წყენითა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობით დაადანაშაულებენ.

„ისინი არაფერს არ აღიარებენ — იტყვიან, რომ ეს დაბოღმილი ღარიბაშვილის ფანტაზიის შედეგია, რომ ის ცდილობს ქართველი ხალხის ძარცვისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და ა.შ. რიგითი ქოცალები საერთოდ გაატარებენ ამ სკანდალს, თითქოს არც არაფერი ხდება“, — წერს ჟურნალისტი.

მისი ვარაუდით, ივანიშვილი კობახიძეს არა მხოლოდ 2026 წელს, არამედ შესაძლოა 2027 წელსაც შეინარჩუნებს. ამის მიზეზად აბლოთია არა რუსეთის შესაძლო ჩარევას, არამედ იმას ასახელებს, რომ ივანიშვილს კობახიძის მსგავსი მეორე პოლიტიკური კადრი არ ჰყავს.

„კობახიძეშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც უნდა ბიძინას იდეალური შემსრულებლისთვის. ისე, თითქოს ეს კომპიუტერული პერსონაჟია, რომელიც დააპროგრამა და შექმნა თავად ბიძინამ“, — წერს აბლოთია.

ჟურნალისტი კობახიძეს ჭკვიან, განათლებულ და კარგ დემაგოგად ახასიათებს, თუმცა ამავე დროს უკიდურესად ცივსისხლიან პოლიტიკოსად მიიჩნევს, რომელსაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებისას მორალური შემაკავებელი ფაქტორი არ აქვს. აბლოთიას თქმით, სწორედ ამ თვისებების გამოა კობახიძე ივანიშვილისთვის შეუცვლელი.

მისივე შეფასებით, კობახიძის მმართველობის მნიშვნელოვანი თავისებურება ისიცაა, რომ მას არ ჰყავს დიდი პირადი კლანი და თავად არ ფიგურირებს გახმაურებულ კორუფციულ სკანდალებში, რაც ივანიშვილისთვის მის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს.

აბლოთია კობახიძეს „საქართველოში ტირანიის სიმბოლოს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლა მხოლოდ საკადრო ცვლილება არ იქნება — ეს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ცვლილების მანიშნებელი გახდება.

„კობახიძის შეცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს კურსის შეცვლას. მინიმუმ, ეს ნიშნავს ხისტი დიქტატურის შენების მცდელობის შეჩერებას და 2023 წელში დაბრუნებას“, — წერს ჟურნალისტი.

მისი აზრით, თუ ივანიშვილი მივა დასკვნამდე, რომ არსებული ხისტი კურსი შედეგს ვერ იძლევა და საჭიროა ხელისუფლების უფრო რბილ მოდელზე დაბრუნება, მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი კობახიძის შეცვლა, მაგალითად, „პირობით ლევან დავითაშვილით“.

„ჯერ-ჯერობით ეს მომწიფება არ ჩანს, ამიტომაც, რამდენი მდინარაძეც არ უნდა მოიცილოს ბიძინამ, კობახიძეს არაფერი არ ემუქრება. მით უმეტეს, ღარიბაშვილის რაღაც ბრალდებების გამო“, — წერს აბლოთია.

ამ შეფასების ფონზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ღარიბაშვილს მწვავედ დაუპირისპირდა და მას „თვითაღიარებული კრიმინალი“ უწოდა. მისი განცხადებით, ყოფილი პრემიერი, რომელმაც კორუფციული დანაშაული აღიარა, ახლა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შეურაცხმყოფელ, ბინძურ კამპანიას“ აწარმოებს.

„ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე“, — წერს სამხარაძე.

სამხარაძე ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებს „ბოდვებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათ შინაარსობრივ განხილვას არ აპირებს. ამასთან, ის „ქართული ოცნების“ წევრებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და პარტიის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების ნამდვილ ჯარისკაცებად“ მოიხსენიებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა