დათო ქოქოშვილი: ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, რომლის გარდაცვალების საკითხიც ღარიბაშვილმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოიტანა
ღარიბაშვილი: მდინარაძემ ჩემს საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ ამას მისი თანამდებობიდან მოხსნა და პოლიტიკიდან წასვლა მოჰყვა
თამარ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ მომხრეებს: თუ ევროპა ასეთი ცუდია, რატომ ისვენებთ, სწავლობთ, მკურნალობთ და ქონებას ყიდულობთ იქ?
თაკო ჩარკვიანი: „მოლაპარაკე ტრაკუცუნები“ რთული სანახავი და მოსასმენია — იუმორი გადაგვარჩენს
ლელა ჯეჯელავა: სახელისუფლებო ექსპერტებმა „პლასტინკა გადაატრიალეს“ და ახლა იმავეს ამბობენ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით
კალასი: ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება, თუმცა ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
Russia’s overnight attack kills 12, including Indian citizen
Death toll from Russian ballistic missile attack in Kyiv rises to eight

ირაკლი ზარქუა - ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო საპარლამენტო მაგიდაზე ფეხშიშველა სირბილი, ნონა მამულაშვილს ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე, თუ ეს საწყენია, არ ვიცი

ნახვები: 529 ირაკლი ზარქუა - ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო საპარლამენტო მაგიდაზე ფეხშიშველა სირბილი, ნონა მამულაშვილს ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე, თუ ეს საწყენია, არ ვიცი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საპარლამენტო მაგიდაზე ასვლა მისთვის ეთიკურად მიუღებელია.

ზარქუას თქმით, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა გააჩნია ფორმებს.

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის, მათ შორის მათი ამომრჩევლის. პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პროტესტი, ხედვა, აზრი, თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ. მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეთიკის კოდექსი იმ ადამიანებმა დაარღვიეს, „რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, ტრიბუნაზე სალტოები ეკეთებინათ".

„ჩემი კოლეგაა და ახლა ბრალდებებით ვერ გამოვალ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მათი მხრიდან ლამაზი საქციელი არ იყო. სანახაობრივად, არც არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული. ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა ეს მათი არჩევანია. თუ სადმე დავაშავე, დაადგენენ, თუმცა არ მქონია მიზნად და არც ამოცანად, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. პირიქით, მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ტრიბუნაზე მოგლიჯონ ხოლმე მიკროფონი და მაგიდაზე ფეხშიშველი ირბინონ, სწორედ ისინი არღვევენ, მათ შორის მათი ამომრჩევლის უფლებებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუას თქმით, თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა და შალვა პაპუაშვილმა ამის თავიდან არიდება სცადა.

„ამ ეპიზოდშიც ბატონ შალვას ჰქონდა მცდელობა, უბრალოდ აერიდებინა, რადგან ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა, რაღაც უკრაინული სცენარი გადმოეტანა საქართველოს პარლამენტში. არ გამოუვა ეს. ამის არც დრო და არც მოცემულობა არ არის. ვისურვებდი, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არ ის, რომ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, პოლიტიკურად ისედაც დაძაბული გარემო გვაქვს", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა