Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კობა გვენეტაძე - საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება

ნახვები: 402 კობა გვენეტაძე - საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რა ფაქტორები მოქმედებს ლარის გამყარებაზე.

მისივე თქმით, დღეს განსხვავებული ვითარებაა, რადგან მოხდა ექსპორტისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, იყო გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, გაუმჯობესდა ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის გამყარება.

„ლარის გამყარებას ან გაუფასურებას ბევრ ფაქტორს მიაწერდნენ ხოლმე. მაგალითად იმას, რომ ლარის მასა გაიზარდა ან ეროვნულმა ბანკმა შესყიდვები გააკეთა. მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არარელევანტურია, რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება. მაგალითად, როდესაც 2019 წელს ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, ამის მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვა იყო, რაც, დიდი ალბათობით, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებას ნიშნავდა, ამავე პერიოდში სავაჭრო ემბარგოს რისკიც არსებობდა. ამიტომ მოლოდინი გაჩნდა, რომ სავალუტო შემოდინება შემცირდებოდა და აქედან გამომდინარე, კურსი გაუფასურდა. იგივე მდგომარეობა იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც მობილობა და ტურიზმი გაჩერდა. ამასაც გაუფასურება მოჰყვა. დღეს განსხვავებული ვითარება გვაქვს. მოხდა ექსპორტისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, იყო გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, გაუმჯობესდა ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში მოქმედებს მცურავი კურსი და ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის პირობებში კურსის შენარჩუნების კონკრეტული დონე ან რაღაც ნიშნულზე შეჩერება არ შეუძლია.

„ისმის კითხვა, რატომ ვახორციელებთ სავალუტო ინტერვენციებს, რაც ადეკვატურია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მოხდეს ე.წ. არაორდინალური ბაზრის ჩავარდნა და სავალუტო ბაზარმა არ იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სავალუტო ბაზარს დროდადრო ვაწვდით ვალუტას. 2020 წელს 916 მლნ გავყიდეთ, თუმცა ეს არასდროს ცვლის იმ კურსს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო საშუალებაა მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, რათა არსებული შოკები შთანთქოს. აქამდე თუ ნეგატიურ შოკებზე ვსაუბრობდით, ახლა პოზიტიურ შოკებზე ვსაუბრობთ. ამან საშუალება მოგვცა, სავალუტო რეზერვები შეგვესყიდა, გაგვეძლიერებინა, რაც Fitch-ის ბოლო შეფასებაშიც აისახა, როცა პერსპექტივა პოზიტიურისკენ შეიცვალა. შესაბამისად, ეს ის ფუნდამენტური ფაქტორებია, რაც კურსის ცვლილებაზე მოქმედებს“, – თქვა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი თუ მოკლე ვადაში რყევებს შეზღუდავს, გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას მივიღებთ.

„მოკლევადიან პერიოდში თუ კურსს მოძრაობის საშუალებას ვაძლევთ, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნებოდა, ვიდრე გვექნებოდა სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა