ლევან ხაბეიშვილი - მდორე პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
ანდრეი სიბიგა - მოსკოვში ტერორისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი ომის დაუყოვნებლივ დასრულებაა
რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
არჩილ იაკობაშვილი - ურთიერთობების ნორმალიზაციამდე გერმანია ახალი ელჩის თბილისში გაგზავნისგან სამწუხაროდ, ჯერ თავს შეიკავებს
სალომე ზურაბიშვილი - იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ, ან დიქტატურას დავემორჩილოთ
რომან გოცირიძე: სვანეთში კრიპტომოპოვებას კრძალავენ, ნორმალური იქნებოდა დენის მოპარვა აეკრძალათ

მევალეთა ქვეყანა

01.03.2023 ნახვები: 6606

საქართველოში ყოველთვის, ჯერ კიდევ ღრმა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ითვლებოდა რომ ქვეყანაში არსებული ნებისმიერი პრობლემის თუ ნაკლის წყაროა მთავრობა, პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, მეწარმეები, ბანკირები, მოკლედ, ვინც გინდათ, თავად ხალხის გარდა.

ხალხი - ყოველთვის და ყველა შემთხვევაში - უდანაშაულო მსხვერპლია, რომელსაც მუდმივად ვიღაცა ატყუებს, შეცდომაში შეჰყავს და მის მიამიტობას ბოროტად იყენებს. ასეთი დამოკიდებულება ხალხის, როგორც პატარა, უმწიკვლო ბავშვისადმი, დღეს ისევე ძლიერია, როგორც საბჭოთა პერიოდში.

თუმცა, სინამდვილეში, თუ გადავხედავთ ჩამორჩენილ და განუვითარებელ ერებს, აუცილებლად დავინახავთ - უმეტესწილად მათი უბადრუკი არსებობა ისევ ხალხის უპასუხისმგებლობის და სიზარმაცის შედეგია. ისევე, როგორც ცალკეულ ადამიანებს და ოჯახებს - კარგად თუ ჩაეძიებით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობენ - 90% შემთხვევებში ნახავთ რაღაცას ისეთს, რისი აფიშირებაც არავის სურს - ან კაზინოს, ან ტოტალიზატორს, ან ფულის უაზრო ფლანგვას.

ან ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად - გაუაზრებელ სესხებს და ვალებს. ჩვენი ხალხი ავლენს საოცარ დაუდევრობას სესხების აკიდებაში, ისე, თითქოს ეს საჩუქარია და არა ვალი, რომელიც დასაბრუნებელია პროცენტებით. ზოგჯერ მრავალათასიან კრედიტების იღებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც წესით მეზობელ სუპერმარკეტში ნისიად არავინ მისცემს 10 ლარის საქონელსაც კი.

რისთვის იღებთ ამხელა თანხას, რას აპირებთ, როგორ უნდა დააბრუნოთ? ქარაფშუტა ქართველი დღეს ამაზე არ ფიქრობს - აი, მოვა ვალის დაფარვის დრო - და მერე ვიფიქრებთ, მანამდე კი - დავტკბეთ ცხოვრებით.

მხოლოდ ბანკებს რომ ეხებოდეს ეს ამბავი - კიდევ არა უშავს. ბანკის პროცენტიც შედარებით დაბალია, თანაც ბანკს დიდი ბრუნვა აქვს და მევალის უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვას როგორც წესი არ ჩქარობს. ამ მძიმე გადაწყვეტილებებს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები მხოლოდ უკიდურეს, გამოუვალ მდგომარეობაში იღებენ.

მაგრამ არსებობს ბევრად უარესი და დაუნდობელი ვარიანტები - ის, ვისაც სესხი ბანკმა არ მისცა, მიდის მიკროსაფინანსოებში, ის, ვისაც მიკროსაფინანსომაც კი არ ასესხა - მიდის ონლაინ-კომპანიებში, მათი დრაკონული პროცენტებით. და თუ მოხვდა სასწაული, და ონლაინიც კი ვერ ენდო, ადამიანი მიდის სამუდამო კაბალაში - მევახშეებთან.

ერთი წამით წარმოიდგინეთ რა ფინანსური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც არ ენდო არც ბანკი, არც მისო, არ ონლაინი - და წარმოიდგინეთ რა შანსი აქვს მას გაისტუმროს სამევახშეო სესხი - უზარმაზარი პროცენტით? ნულოვანი.

თანაც, ბანკს აქვს დიდ ბრუნვა და როგორს უკვე ითქვა, აქვს იმის ფუფუნება, რომ ეხვეწოს და სდიოს მევალეს წლების მანძილზე - ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის ეს დანაკარგი უმნიშვნელოა. მევახშე, როგორც წესი, ინდივიდუალური ადამიანია, რომელიც, როგორც წესი საკუთარი ჯიბის ფულს ატრიალებს და მისთვის ნებისმიერი გაჭედილი ვალი - აუღებელი ციხე-სიმაგრე და თავსატეხია.

ბანკმა შესაძლოა თქვენი ვალი წლების მანძილზე გადაგივადოთ, მევახშე კი - უძრავ ქონებას ვალის გაჩენიდან 2-3 თვეში გაგიყიდით. მას მეტის ლოდინის ფუფუნება არ გააჩნია.
როდესაც სესხის გაცემაზე უარი ჯერ ბანკმა გითხრათ, შემდეგ მისო-მ, შემდეგ ონლაინ-კომპანიამ - არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის რომ შეიგნოთ - ღმერთი განიშნებს - არ გინდა, ჯიგარო, არაფერი გამოგივა, შეწყვიტე ვალების აკიდება. და მაინც რომ მიდიხარ, გარანტირებულ ეშაფოტზე - ვინ ხართ ამ დროს?

მევახშე არის მტაცებელი. მასზე მეტად შეგიძლიათ ენდოთ ნიანგს, ის შესაძლოა გამძღარი იყოს, და გვერდით ჩაგიაროთ. მევახშესთან თქვენი გადარჩენის შანსი - ნულის ტოლია,
თქვენთვის სესხის მიცემა რომ შეიძლებოდეს - ბანკს დაასწრებს ვინმე? საიმედო კლიენტებს - აქეთ ურეკავენ - გამარჯობათ, ბატონო ჯემალ, თქვენთვის ახალი შემოთავაზება გვაქვს. რადგანაც უარი გითხრეს - ესე იგი სერიოზული მიზეზი აქვთ.

ამ შემთხვევაში მევახშესთან საკუთარი ნებით მისვლა ნიშნავს ნიანგის ხახაში ნებაყოფლობით ჩასხდომას. ვინ ჩათვლის, რომ ამაში მხოლოდ ნიანგია დამნაშავე? ეს ყველაფერი მაგონებს ნარკობიზნესს, სადაც საზოგადოების თვალში ცალსახად დამნაშავეა მხოლოდ ნარკოვაჭარი, ხოლო მომხმარებელი - საწყალი, უდანაშაულო, გზააცდენილი კრავი.
ცხოვრებაში არაა ყველაფერიო ასე მარტივად - ნებისმიერ კაციჭამია ბიზნესს - მათ შორის მევახშეობას - ორი მხარე აქვს და ორივე - ერთნაირად დამნაშავეა, ყოველი - თავ-თავის ადგილზე.

ავტორი: გიორგი ფრანგიშვილი

ინფო9

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა