თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის“ - გოჩა ლომია 67 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა

ნახვები: 347 „ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის“ - გოჩა ლომია 67 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა

ფილმ „ღიმილის ბიჭების" მსახიობი, "ბოლოკას" როლის შემსრულებელი გოჩა ლომია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში სენაკში ცხოვრობდა.

ლომია ცუდად გუშინ, 22 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მწვავე ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის... თითებზე დაითვლიდა იმათ, ვისაც გვიტარებდა „ბოლოკას" დაძახებას. "აბაროტს" შეჩვენებულოთი მიღებდა.... ძალიან მეტკინა... ბოლოს მითხრა, შენ იშვიათად რეკავ და რამე ხომ არ გწყინსო... დაბერდი-თქო... მე კი დავბერდი, მაგრამ შენ უნდა მყავდე მაგრად და ქურდოვანიძეო... ჰო, ვიცოდი და მაინც ვერ ვუთხარი პაატას... მაინც მას ვათქმევინე, რომ არ ხარ.... ჰა, იძახე ახლა „გიტლერ კაპუტ"... ან ორი პარავოზის ამბავი, ან სულაც - გუტენ მორგენ პარმენა... როგორ მატკინე მაინც ბოლოკა, როგორ.... ძალიან" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

„15 წლის ვიყავი, "ღიმილის ბიჭებს" შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს... 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. გარადოკის სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპი­ნებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო - გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი. წავყევი და წარმოდგენა არა მაქვს, სად მივდივარ. მიმიყვანეს პიონერთა სახლში, შემიყვანეს კაბინეტში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. - კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. - ეგ ვის არ უნდა-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ლექსი წაგვიკითხეო. - პოეზიასთან ვერ ვმეგობრობ. სამაგიეროდ, ანეკდოტების მარაგი მაქვს ულევი. - ლექსს ვერა, მაგრამ თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს... ამის შემდეგ ახალი დავალება მომცეს, - ვინმეს პაროდიასაც ხომ არ გააკეთებო? თუ ცუდად არ დამიმახსოვრებს, ჩვენს სასწავლო ნაწილს გავცინებ-მეთქი, - მორიდებულად ვუთხარი. შენ მაგაზე არ იდარდოო, - დამაიმედეს და მეც ვაჩვენე, როგორი დამუშავებული მქონდა მისი მანერები, ფრაზები და მიხრა-მოხრა. მოვკალი ყველა სიცილით. ამ დღიდან 2 კვი­რის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, - როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი,"- ასე იხსენებდა „ბოლოკას" როლზე დამტკიცების ისტორიას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა