ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

გიული ალასანია - ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა

ნახვები: 894 გიული ალასანია - ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა

ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა, ამაშია საქმე, როგორ განვითარდება მოვლენები, შევძლებთ თუ არ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს ყველაფერი გამართლებული იქნება, რადგან მის ჩამოსვლასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება შესამჩნევად გამოცოცხლდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტთან, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.

ალასანიამ მარკ ფეიგინთან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„მიხეილ სააკაშვილი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ყოველი მონახულებისას ვხედავ, რომ უფრო და უფრო ცუდადაა. ადამიანი უკვე წელიწადნახევარია, გამოკეტილია, მზე არ უნახავს, ჟანგბადის უკმარისობა აქვს, ფანჯრებზე, როლებიც ციხეში აქვს, შიგნიდან ჟალუზებია და ოდნავ იღება. ჯანმრთელი ადამიანიც რომ განათავსო ამ პირობებში, ისიც ავად გახდება. მისი ჯანმრთელობა ახლა ისეა გადაჯაჭვული ამ თემასთან, რომ მისი გადარჩენა სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავს. ასე გამოვიდა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ“, – განაცხადა ალასანიამ.

მარკ ფეიგინის კითხვაზე, იცოდა და ხვდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი რა ელოდებოდა, გიული ალასანია პასუხობს, რომ ალბათ ხვდებოდა.

„ვფიქრობ, ხვდებოდა. მოწამვლის თემაც, ვფიქრობ ესეც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ზუსტად არ ვიცი. მე არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის, როცა ბრუნდებოდა ან რისი იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაზე უარეს სცენარს ვადევნებთ თვალს, ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ის დაემართა. დღეს 194 სანტიმეტრი სიმაღლის პირობებში 64 კილოგრამს იწონის, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ნანობს თუ რა ამას, ჩვენ ამაზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ. მე თავად ამ თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, მაგრამ რატომღაც, არასდროს  ამაზე არ უნდა საუბარი. ეს რთული საკითხია. ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა. ამაშია საქმე. როგორ განვითარდება მოვლენები, შევძლებთ თუ არ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს ყველაფერი გამართლებული იქნება, რადგან მის ჩამოსვლასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება შესამჩნევად გამოცოცხლდა“, – განაცხადა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა