თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ აზარაშვილი - სამწუხაროდ, რეგულირების სააგენტოს ბაზაში აფთიაქების ნაწილია ჩართული, ისევ გაურკვეველ ვადებს ითხოვენ, არანაირი გადავადება აღარ იქნება, ყველანაირი გონივრული ვადა გასულია

ნახვები: 499 ზურაბ აზარაშვილი - სამწუხაროდ, რეგულირების სააგენტოს ბაზაში აფთიაქების ნაწილია ჩართული, ისევ გაურკვეველ ვადებს ითხოვენ, არანაირი გადავადება აღარ იქნება, ყველანაირი გონივრული ვადა გასულია

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო და საკითხი მალევე დარეგულირდა.

მისივე თქმით, ფასების ხელოვნურად გაზრდა მიუღებელი და დაუშვებელია. ამასთან, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებებით კონტროლის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზად არის.

„რეფერენტული ფასების შემოტანის შემდეგ იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები. პირველ კვირაში, როცა 15 თებერვლიდან შემოვიდა რეფერენტული ფასები, გარკვეულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ჩათვალეს, რომ ფასების გაზრდა შეიძლებოდა. ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად მოხდა ფასების ძველ ნიშნულებზე დაბრუნება.

დღეს შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ სხვადასხვა კანონსა და ნორმატიულ აქტებში, რათა კიდევ უფრო კარგად იყოს დარეგულირებული როგორც ფარმაცევტული, ასევე ჰოსპიტალური მიმართულებები. უფრო მკაცრი კონტროლი იყოს როგორც ხარისხის, საბიუჯეტო ხარჯების, ასევე ფარმაცევტული ბაზრის უფრო კარგი მონიტორინგის კუთხით. ძალიან მალე პარლამენტში იხილავთ ცვლილებების პაკეტს, რომელიც მოაგვარებს ყველა პრობლემას, რაც დაკავშირებულია კონტროლთან და მონიტორინგთან.

ამასთან, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს ბაზაში აფთიაქების ნაწილია ჩართული და გაურკვეველ ვადებს ითხოვენ. მისივე თქმით, გადავადება აღარ იქნება, რადგან ყველანაირი გონივრული ვადა გასულია.

„რეფერენტულ ფასებთან ერთად, 15 მარტიდან ასევე ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნას, რომლის მიზანია, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ბაზარი, არაფერი დასამალი არ უნდა იყოს. რეფერენტული ფასის ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა. დღეს ვართ ეტაპზე, როდესაც ყველანაირი გონივრული ვადა, საშეღავათო პერიოდი ამოწურულია და უკვე საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ გაკონტროლებას.

ისევ არის კანონში ჩანაწერი, რომ პირველ შემთხვევაზე შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ შემთხვევებზე საკმაოდ დიდი ჯარიმებია. შესაძლოა, 5 000 ლარიდან 35 000 ლარამდე ავიდეს. ბაზების გახსნასთან დაკავშირებით შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ აფთიაქების ნაწილი არის ჩართული. ისევ რაღაც გაურკვეველ ვადებს ითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის ბოლოს, როცა პარლამენტში კანონი შევიდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს სავალდებულო გახდებოდა, ზოგიერთი ამბობს, რომ ისევ მზად არ არიან და ორ-სამ თვეს ითხოვენ.

არანაირი გადავადება არ იქნება. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია. ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩვენი აიტი სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ სისტემაში მათი ინტეგრაციები გაეკეთებინა, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას, არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში და მოგვიწევს შესაბამისი გაფრთხილების მიცემა და დაჯარიმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა