ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

Tbilisi Gaming Fest - უმნიშვნელოვანესი სათამაშო ღონისძიება საქართველოში

ნახვები: 1152 Tbilisi Gaming Fest - უმნიშვნელოვანესი სათამაშო ღონისძიება საქართველოში

 Tbilisi Gaming Fest და Batumi Gaming Fest ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს სახმელეთო და ონლაინ კაზინოს ოპერირების სფეროში ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად. ეს ცნობილი ღონისძიებები საგულდაგულოდ არის შექმნილი Plasma 8-ის მიერ. ეს გამორჩეული კომპანიაა, სპეციალიზირებული სათამაშო ბიზნესის მარკეტინგში  და მათი სათაო ოფისი მდებარეობს საქართველოში.

 

2023 წელს ფესტივალი თბილისში, 15 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.

 

შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიების გაერთიანებას, იდეალური პლატფორმაა ექსპერტების, ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკოსებისთვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და ჩამოაყალიბონ ახალი ალიანსები.

Tbilisi Gaming Fest არის არაჩვეულებრივი ფორმატის ბიზნეს ფორუმი: კონფერენციის, დემო ზონებისა და გასართობი ღონისძიებების კომბინაცია.

 

ბიზნეს ღონისძიებების სექციები

• სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოები

• ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები

• აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები

• ექსპერტები იურიდიულ საკითხებში

• პარტნიორები, ჯანქეთის, ტურიზმის და მარკეტინგის აგენტები

• საგადახდო სისტემები და კრიპტო

• უძრავი ქონების დეველოპერები

 

 

ძირითადი პრეზენტაციები:

●      სათამაშო ბიზნესის მიმდინარე სამართლებრივი ჩარჩოებისა და არსებული სტატისტიკის მიმოხილვა, რომელზეც GGA-ს ხელმძღვანელი ისაუბრებს.

●      სლოტ-თამაშების ტენდენციები და როგორ შეიძლება მოგების ხელიდან გაშვების შიშმა იქონიოს გავლენა თქვენს შედეგებზე, კევინ ფეკეტის პრეზენტაცია, პროდუქტის ბაზრის უფროსი მენეჯერი, IGT (დიდი ბრიტანეთი).

●      AML /CFT & KYC - გლობალური პასუხისმგებელიანი თამაშის გადაწყვეტილებები, ენტონი კელერი და მილა ალექსანდროვა, The Casino Factory.

●      აზარტული თამაშების მომავალი: როგორ გარდაქმნის AI ინდუსტრიას, ანეტ კამარალისა და ჰაინრიხ შნაიდერის პრეზენტაცია Care'bout– დან.

●      ინდუსტრიის იმიჯი და მასმედიის როლი, რუსუდან ბრაგვაძე GGA-დან.

პანელური დისკუსიები:

●      სახმელეთო კაზინოს ოპერატორები საქართველოში – მზარდი ბაზრის შესაძლებლობები და გამოწვევები.

●      ტექნოლოგია სათამაშო და სპორტული ფსონების კონკურენტი მოთამაშე.

●      აიგეიმინგი და ბეთინგი - ბიზნესის კეთების თავისებურებები რეგიონშ.

●      გადახდის სისტემები და კრიპტო ონლაინ და ოფლაინ კაზინოს ოპერაციებში.

 

 

ქართული სათამაშო ბიზნესის სწრაფი განვითარება, გეოგრაფიულ მდებარეობასთან, დაბალანსებულ სამართლებრივ ბაზასთან და საერთაშორისო პოლიტიკასთან ერთად, მათ შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმთან, უზრუნველყოფს ძლიერ უპირატესობებს ადგილობრივი სათამაშო ბაზრის განვითარებისთვის, და ღონისძიებისთვის მნიშვნელოვან  როლს შეასრულებს სათამაშო სავაჭრო გამოფენების მსოფლიო კალენდარში ადგილის მოსაპოვებლად.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ინდუსტრიის ლიდერები: ფესტივალის გენერალური პარტნიორია Casino Grand Bellagio Tbilisi, Casino Otium Batumi და მთავარი სპონსორია ნიუ-იორკში დარეგისტრირებული IGT, სათამაშო აპარატებისა და თამაშების მწარმოებელი კომპანია.

 

ფესტივალი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: კონფერენციები, რომელთა მსვლელობისას ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით; და დემო ზონა, რომელიც მოიცავს სამორინეს აღჭურვილობის მწარმოებლებს, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს, თამაშთან დაკავშირებულ სერვისკომპანიებს, ოპერატორებს და პლატფორმის პროვაიდერებს, ასევე უძრავი ქონების დეველოპერებს, რომლებიც სთავაზობენ კომერციულ ფართებს სათამაშო ოპერაციებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ეს შეკრება ბიზნესმენებს აძლევს შანსს დაამყარონ ახალი კავშირები და გაზარდონ საკუთარი ინდუსტრიის შესაძლებლობები. უფრო მეტიც, სათამაშო სფეროში დასაქმებულებს, ან ისინი, ვინც კარიერის აწყობას ამ სფეროში გეგმავენ, ამ ღონისძიებისგან დიდ სარგებელს მიიღებენ, რადგან რამოდენიმე კომპანია თანამშრომელთა დაქირავების პროცესს გეგმავს თავიანთ სტენდებზე.

 

ყოვლისმომცველ საქმიან პროგრამაში მრავალფეროვნებას გასართობი ღონისძიებების სიმრავლე შეიტანს, რომლებიც როგორც მოწვეული სტუმრებისთვის, ასევე დელეგატებისთვის გაიმართება. გამოფენის დამსწრეები ისიამოვნებენ უფასო სახალისო თამაშებით, ხოლო დელეგატები მშვიდ გარემოში შეძლებენ ახალი ბიზენს კავშირების დამყარებას ღონისძიების დასრულების შემდეგ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს:

https://tgf.ge/

 

მარი ლისენკო
TGF-2023
+995 555 15 85 81
info@tgf.ge

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა