ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლის მამაკაცი მოკლეს – შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილია
ქობულეთში, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კახა კალაძე: გამრეკელის ქუჩაზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ
ვახო სანაია პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ: მათი გზავნილია „ყველას დაგიჭერთ“, ჩვენი გზავნილია – არ გვეშინია!
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბელამდე გაიზარდა – დარღვევისთვის ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა
რატომ სჭირდება საქართველოს ქარის ენერგია – ენერგოდამოუკიდებლობის რეალური ფასი
ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა უკრაინის მთავარი პრიორიტეტია – პარტნიორებს რაკეტები საწყობებში არ უნდა ეწყოთ
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია

პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ

ნახვები: 681 პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ

ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ საქართველოს პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ, მაგრამ ამასაც ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ამ საკითხზე ივანიშვილს მათთვის კურთხევა არ მიუცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე არ არსებობს.

„როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, „კორუფციას ვებრძვით“, ირიბად და პირდაპირ აღიარებს, რომ „დიახ, „ქართულ ოცნებაში“ არსებობენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ინაწილებდნენ ხალხის ქონებას საკუთარი ინტერებისთვის”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მან ასევე ევროკავშირის დათქმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს ჩავარდნისთვის განწირული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

„ქართული ოცნება“ ქმნის იმიტაციას, თითქოს რაღაცას აკეთებს, მაგრამ ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან ვიცით, რომ ამას არ აპირებენ. მათთვის მთავარი არ არის სამართლიანი არჩევნები, არც ის, რაც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს, არც ის, რომ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციასთან. მათი ამოცანაა სკამის შენარჩუნება. „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ ძარცვოს ხალხი და შეინარჩუნოს სკამი, სხვა ამოცანა არ აქვს, მაშინ როდესაც ჩვენ ყოველ დღე ვთავაზობთ, რომ გავხსნათ დისკუსია იმ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა