კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეროვნული ბანკი - საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს

ნახვები: 551 ეროვნული ბანკი - საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს

2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.

ამასთან, სებ-ის ცნობით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

„2023 წლის ბოლოს ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირება გამოიკვეთა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასები ზომიერად შემცირდა. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ინფლაციაზე მოქმედი შესაძლო რისკებიც შედარებით შემცირებულია. თებერვალში, იანვართან შედარებით, აღსანიშნავია იმერული ყველის და ბენზინის გაიაფება, რამაც ინფლაცია ჯამში 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურ ჭრილში გამოსარჩევია სურსათის ფასების 4.1%-იანი კლება, რის გამოც ინფლაციამ 1.3 პროცენტული პუნქტით მოიკლო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ზეთის, პურის, კარტოფილის და ყველის გაიაფება იყო, თითოულმა წლიური ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ძროხის ხორცის გაძვირებამ კი ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. თებერვალში ბენზინის ფასმა ოდნავ იკლო, თუმცა გასული წლის თებერვლის ფასს 12.7%-ით გადააჭარბა და ინფლაციის ზრდაზე 0.5 პროცენტული პუნქტით გავლენა იქონია. სხვა პროდუქტებიდან გამოსარჩევია საბანკო მომსახურების წლიურად 26.6%-ით გაძვირება, რამაც ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მოიმატა და 2.4% შეადგინა. საბაზო ინფლაციის ზრდა მეტწილად მედიკამენტების გაიაფების ეფექტის ამოწურვამ და ზოგიერთი მედიკამენტის გაძვირებამ განაპირობა“, – აცხდებენ სებ-ში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება გრძელდება, რაც მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე, როგორებიცაა ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება, ქალაქის ტრანსპორტი და ა.შ. საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

„ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია თებერვალში 2.4%-მდე შემცირდა. გარკვეული კატეგორიის სურსათისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება შერეულად წარმოებული პროდუქტების დეფლაციას (-3.3%) იწვევს. იმპორტირებული პროდუქტების ფასები თითქმის ერთწლიანი დეფლაციის შემდეგ, თებერვალში წლიურად 0.2%-ით გაიზარდა და ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის ფასების წლიური ზრდა და საბაზო ეფექტია. ადგილობრივ ინფლაციაში დიდი წვლილი შედარებით მაღალ მომსახურების ინფლაციას (5.3%) აქვს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 2.7 პპ-ია. შესაბამისად, მომსახურების გარდა, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასები 0.7%-ით შემცირდა. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას აქვს“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა