საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა-დავით ზალკანიანი
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა
ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას განსაცდელისგან-ილია მეორე
არ ვაპირებთ, დამატებით განვახორციელოთ სააკაშვილთან ვიზიტი-ნინო ლომჯარია
სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია-თენგიზ წულაძე
ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
43 გარდაცვლილი და 8 728 ახალი შემთხვევა-19 იანვრის კოვიდსტატისტიკა
არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი-კელი დეგნანი

ეკონომიკის ზრდის გასაოცარი შედეგი თუ შეზღუდული ეკონომიკის აღდგენა - ნიკა შენგელიას ანალიზი

01.03.2022 | 13:50

რა შედეგებით დასრულდა 2021 წლის  საქართველოს ეკონომიკა და განვლილი ცხრა წლის შედარება 2012 წლის მონაცემებთან

1)   სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდა

სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 59.6%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 542.1 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების სესხები კი 1.2 მლრდ აშშ დოლარია.

ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 12.9   მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 73.8%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1%-ს შეადგენს.

თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2012 წლის მონაცემებთან როდესაც ქვეყნის სახელმწიფო ვალი 6,6 მილიარდი ლარი იყო, ვხედავთ რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საგარეო ვალი  393% ით გაგვეზარდა.

2)   ინფლაცია.

ინფლაცია დაჩქარებულია ბოლო 10 წლიან მაქსიმუმამდე, კერძოდ ბოლო 5 თვეს ფიქსირდება ორნიშნა მაჩვენებელი.

ძირითადად გაძვირებულია სურსათი, რაც მოწყვლად ფენებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ცნობილია, რომ  საქართველოში  შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების 40% -ზე ცოტა მეტი სწორედ სურსათზე მოდის.

2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ინფლაცია 12,5 % -ზე დაფიქსირდა.

ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

ზეთი და ცხიმი + 27.7%  ,ბოსტნეული და ბაღჩეული + 26.2%,პური და პურპროდუქტები + 20.4% ,რძე, ყველი და კვერცხი + 17.9%, შაქარი და ტკბილეული + 17.4% , თევზეული + 16.1%, ხილი + 15.5%, უალკოჰოლო სასმელები + 13.6%, ხორცის პროდუქტები + 10.7% , ყავა, ჩაი და კაკაო + 6.9%

2021 წელს სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 17%-ით, ტრანსპორტი 20%-ით და კომუნალური ხარჯები 11.5%-ით გაიზარდა. 

ინფლაციის ზრდის მიხედვით, საქართველო რეგიონში მე-2 ადგილზეა თურქეთის შემდეგ და მსოფლიოში მე 16 ადგილზე.

2012 წლის მონცემებით,  წლიური ინფლაცია 2,5% ის ფარგლებში იყო.  სახეზეა 47%-იანი ზრდა. აქვე შეგახსენებთ რომ ბოლო ათი წლის განმავლობასი ინფლაცია  ყველაზე მაღალი 7% მხოლოდ 2019 წელს იყო.

3)   რეფინანსირების განაკვეთი .

 

რეფინანსირების განაკვეთი 10,5 % ია , 2008 წლის შემდეგ ლარი ახლა ყველაზე მეტად ძვირი ღირს.

რეფინანსირების განიკვეთის სიდიდით თურქეთის შემდეგ რეგიონში მეორე ადგილზე ვიმყოფებით.

 

4)   საარსებო მინიმუმი და უმუშევრობა.

საარსებო მინიმუმი ის სოციალური ორიენტირია, რომელსაც მთავრობა ხელფასების, შემწეობების, სტიპენდიებისა და სხვა სოციალური დახმარებების განსზღვრისათვის გამოიყენებს და მისი ზრდა იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და არსებობის მინიმალური დონის შენარჩუნებისათვის მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე წარსულში.

ინფლაციის დონის ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება გაზარდა. 2021 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195 ლარიდან 224 ლარამდე გაიზარდა.

2021 წელს რეკორდულად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში შემწეობა 637 747 მოქალაქემ და 172 886 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.1%-ია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით კი მოსახლეობის 21.3% იმყოფება 

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით, 19.5%-მდ
ე გაიზარდა.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში უმუშევართა რაოდენობით ვიმყოფებით პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოში მე 10 -ე ადგილი გვიკავია.

5)   პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართელოში  2021 წლის ბოლო  9 თვეში 728,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია  შემოვიდა, აღნიშნული პანდემიანდელ 2019 წლის მაჩვენებელ ანალოგოურ პერიოდში 24% ით ჩამოუვარდება. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინვესტიციების უდიდესი წილი რეინვესტირებაზე მოდის და ახალი ინვესტიციები ქვეყანაში ნაკლები შემოდის.

ცნობისათვის ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 1980,8 მილიონი აშშ  დოლარის ოდენობით  2017  წელს შემოვიდა და მას შემდეგ კლება გვაქვს.

ასევე  შეგახსენებთ რომ 2013  წელს ქვაყანაში 1039,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იყო შემოსული. ინვესტიციების  შემოდინების საგანგაშო კლება სახეზეა.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ემიგრანტების მხრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში ჩამორიცხულია 2,1 მილიონი აშშ დოლარი, სავარაუდო ეს მაჩვენებელი წლის ბოლოსათვის შვიდ მილიარდ ლარს  მიუახლოვედება .

ეს ის თანხაა,  რომელიც ჩვენ ეკონომიკას 14%-მდე აგენერირებს და მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. თუ  გადავხედავთ,   სტატისტიკურად ემიგრანტება გაცილებით მეტი თანხა შემოიტანეს  ქვეყანაში  ბოლო 9 წლის განმავლობაში, ვიდრე  ეკონომიკური გუნდის პოლიტიკამ ინვესტიცია მოიზიდა.

6)   საგარეო ვაჭრობა

2021 წლია  იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25.1%-ით მეტია. 

ათ თვეში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით, 8.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ნოემბერში $5.2 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია. 

ზემოთაღნიშნული  ზრდა ეკონომიკის გააქტიურებასა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მიუთითებს. 

 

7)    საწვავის ფასები.

 



2019 წელს ერთი ლიტრი რეგულარის საშუალო ღირებულება 2.22 – 2.57 ლარის ფარგლებში
მერყეობდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და საწვავზე მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის გამო, 2020 წლის ივნისში მისი ღირებულება 1.80 ლარამდე დაეცა. 

2020 წლის ივლისიდან საქართველოში საწვავის გაძვირების პროცესი დაიწყო, რომელმაც 2021 წლის ბოლოს რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის
ტიპის საწვავის ღირებულება 3.15 ლარს აღწევს, რაც იანვრის მაჩვენებელზე თითქმის 40%-ით მეტია. 

გაძვირებული საწვავისა და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის გამო, 2021 წელს პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ხარჯები თითქმის 29%-ით გაიზარდა.

2022 წელის  თებერვლის ბოლომდე  საწვავიზე ფასების ვარდნას არ ვპროგნოზირებთ. მოგეხსენებათ  ნედლი ნავთობის ფასი კორელაციაში იმყოფება სამრეწველო და სამომხმარებლო ინფლაციასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში კორელაციის კოეფიციენტი 0,81 -ია. აღნიშნული კი იმის მაუწყებელია, რომ ნავთობზე ფასების  ზრდა გადაეცემა სამრეწველო და სამომხმარებლო  ინფლაციის ინდექსებს.

 8) ვალუტის კურსი

ბოლო 10 წლის განმავლობაში,ლარის კურსი გაუფასურების რეჟიმშია შესული. 2020 წლის მარტში ლარმა გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია და დოლართან მიმართებაში 3,497 დონიან ნიშნული დატესტა.

2021 წლის ივნისიდან ეროვნული ვალუტის ეტაპობრივი გამყარების პროცესი დაიწყო, დეკემბერში კი მან 2021 წლის  შედარებით მყარ ნიშნულს მიაღწია,  აღნიშნული ეკონიმიკის შედარებით გააქტიურობისა და ემიგრანტების მხრიდან გაორმაგებული ტრანზაქციების შედეგი გახლავთ.

2021 წელს  ეროვნულმა ბანკმა  ინტერვენცია 9 ჯერ განახორციელა და ბაზარს 332,9 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა.

ლარის გაუფასურების ტრენდს, როგორც ადრე ვარაუდობდით 2022 წლის იანვრის ბოლომდე არ ველოდებით. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები იმისა, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება არ დაუშვას. გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება.

თუ წლის ბოლოს არსებულ  ლარის კურსს შევადარებთ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს ( 1$= 1,66 ლარი)  სახეზე გვაქვს ლარის კურსის  80% იანი გაუფასურება.

9)   მშპ ეკონომიკური ზრდა

2020 წელს პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 6,8% ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 49,2 მილიარდი ლარი დოლარებში კი 15,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13234 ლარი  (4255 დოლარი) დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 43 მილიარდი ლარი შეადგინა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,7 მილიარდი ლარით მეტი იყო.

წინსწარი შეფასებით ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,5% ია.

2021 წლის ეკონომიკური ზრდის ორნიშა ეფექტის მთავარი მიზეზი გასულ წელს დაფიქსირებული 6,8% იანი შემცირებაა. აღნიშნული ორნიშნა  ზრდა, რომ მომხდარიყო პანდემიური პირობების გათვალისწინების გარეშე,  მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი გასაოცარ შედეგზე საუბარი.  

მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეკონომიკის ნორმალურ დონემდე აღდგენა, გვეჩვენება ორნიშნა ზრდად. საბაზისო ეფექტის ფაქტორის გათვალისწინებით 2021 წლის შედეგი არ გახლავს ეკონომიკის პირდაპირი გაგებით ზრდა, ეს უფრო შეზღუდული ეკონომიკის აღდგენაა და გასული წლის ნეგატიური შედეგების გამოსწორება  და განეიტრალებაა.

2022 წლეს ჩვენი ვარაუდითა და მაღალი ალბათობით  ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სამწუხაროდ ვერ მოხდება.

10)  მოსახელობის ბედნიერების ინდექსი

ბოლოს მინდა შევეხო იმ ეგზოტიკურ ინდექს, რომელსაც მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი ეწოდება და რათქმაუნდა,  პირდაპირ კავშირიშია ქვეყნის ეკონოკიკურ მდგომარეობასთან. ამ ინდექსის გათვლაში გაითვალისწინება ისეთი ფაქტორები და კრიტერიუმები ,როგორებიცაა: ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, უმუშევრობა, განათლების დონე, ჯანდაცვა და ჯანსაღი ცხოვრება, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური პროგრამები, თავისუფალი არჩევანის უფლება, კორუფციის მდგომარეობა.

აღნიშნული ინდექსის მიხედვით საქართველო ჩამორჩება რეგიონში მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად,  ჩამორჩება თურქეთს, რომელიც 104 ადილზეა, აზერბაიჯანს (90-ე პოზიცია), სომხეთს (86 პოზიცია), რუსეთს (76 პოზიცია).

  სამწუხაროდ, საქართველოს  ნაკლებად ბედნიერი მოსახლეობა ყავს  და მისი ადგილი  მსოფლიოს  150 ქვეყანას შორის ,გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშის მიხედვით 108-ე ადგილზე ვართ.

 

ა/ო „საერთაშოროსო კვლევებისა პროგნოზირების ცენტრი“-ის ვიცე პრეზიდენტი, ეკ.დოქტორი

ნიკა შენგელია