გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა
დღეს, პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნება
Russia carrying out hybrid operations against Czechia - ministry of interior
I don't know a country that would launch demobilization amid war – Rada Chair
Ukraine downs 20 Shahed drones overnight Friday
UNESCO calls on Russia to refrain from actions that may harm Ukraine's cultural heritage
This summer Ukraine to receive Leopard 2A4 tanks, paid for by the Netherlands, Denmark

სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა – შავებში ჩაცმულმა დივერსანტებმა ოპოზიციურ სპექტრზე თავდასხმა განახორციელეს- მძიმე დაზიანებები მიიღო ათამდე მოქალაქემ

10.15.2020 | 13:34 ნახვები: 313

2020 წლის 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს.

პარტიის წევრების და მხარდამჭერების შეხვედრა გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით შეწყდა, თუმცა მანამ, სანამ მოვლენებს ქრონოლოგიურად მიმოვიხილავთ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრის დაწყებამდე ადგილი ქონდა გარკვეულ პროვოკაციას, რომლის მიხვედვითაც შავებში ჩაცმულმა უცნობმა მამაკაცებმა მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადეს, შემდეგ კი თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანიც, თუმცა დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება რომ შეხვედრა ჩვეულ ფორმატში გაგრძელებულიყო.
მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე თავად გაავრცელა ინფორმაცია. მესამე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს დაწერა, რომ მმართველი ხელისუფლება "ქართული ოცნება" საბერძნეთის დედაქალაქში პროვოკაციას გეგმავდა.


შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, რის შედეგადაც ათობით ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო ადგილობრივ კლინიკებში, სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, ე.წ. "ქართული კრიმინალური კავშირის" ლიდერმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, ორასზე მეტი აგრესიულად განწყიბილი პირი შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ან მის მხარდამჭერებს ფიზიკურ ზიანს მიაყენებდა .

“გარეთ მოვიდა მრავალი ასეული გულანთებული მამულიშვილი…როდესაც მოვედი და ვნახე თვალებანთებული ხალხი, მე ვთქვი, რომ ამ ხალხს ვერ ვუღალატებ, ამ ხალხს ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და უარს ვერ ვეტყვი იმის გამო, რომ ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს ჩვენი ცემა და გვცემეს კიდეც, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს. მე არ დავიხევ უკან. თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს…" აცხადებს ექს. პრეზიდენტი

 

2020 წლის 11 ოქტომბერს მომხდარი მოვლენების შესახებ ვცადეთ დაზარალებულ პირებს გავსაუბრებოდით. მათ შორის აღმოჩნდა დავითი კოჩაძე, რომელიც ჯერ კიდევ კლინიკაში აგრძელებდა სტაციონარულ მკურნალობას.
ჩვენ მას ვთხოვეთ დეტაულარად ემაბა თუ რა მოხდა 2020 წლის 11 ოქტომბერს, და როგორ მიიღო მან, პოლიტიკური შეხვედრის მიმდინარეობისას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები:

“ამ შეხვედრისთვის მე და ჩემი თანაპარტიელები დიდი ხანი ვემზადებოდით, სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ ათენს იტალიიდან, რათა ჩვენი ერთობა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის მიმართ !


ზუსტად არც კი მახსოვს როგორ განვითარდა მოვლენები, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი.
ჯერ შეხვედრის დაწყვებამდე სცადეს ჩვენი შეშინება და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელება, შემდეგ კი შუადღეს როდესაც შეხვედრა ახალი დაწყებული იყო და ასობით ადამიანი ვუსმენდით მიხელ სააკაშვილს, რომელიც პარრიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ახორციელებდა, სწორედ ამ დროს დაიწყო ჩვენზე თავდასხმა. უცნობი ადამიანები ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილამდე მიღწევას, აგინებდნენ მას და მოუწოდებდნენ დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ტერიტორია. ყველამ გავაცნობიერეთ რომ ერთადერთი რაც მათ უნდოდათ ყოფილ პრეზიდენტის ცემა იყო, რასაც რა თქმა უნდა ხელი შევუშალეთ, მასზე გადაფარებით და წინაღობების შექმნით. სწორედ ამ დროს გავხდით ჩვენც თავდასხმის მსხვერპლი. ამ პერიოდში მომხვდა რამდენჯერმე ხელი თავში, მოძალადეები არ იჩენდნენ ადამიანურობას, განწირულები გვირტყამდნენ ყველას ვინც მათ ვეღობებოდით სააკაშვილამდე მისასვლელ გზაზე. დაიწყო არეულობა, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა. სცემდნენ ქალებს, მოხუცებს, არ ინდობდნენ არავის, სწორედ ქალბატონის დახმარების დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა, როდესაც არაკაცურად 4 ადამიანი მიწაზე დაგდებულს მირტყამდა. რა თქმა უნდა აღნიშნული თავდასხმა მოსალოდნელი იყო, ჩვენ ვიცოდით რომ ათენში მრავალი წელი მცხოვრები კანონიერი ქურდი ლაშა შუშანიშვილი რაღაცას გეგმავდა, საბოლოოდ კი მან 200 კაციანი ჯგუფით განახორციელა თავდასხმა. მე როდესაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შევუერთდი, ჩემს თანაპარტიელებთან ერთად დავდე პირობა რომ ჩვენს პოზიციას ყველაფრის ფასად დავიცავდით. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენა რომ ჩემი ქვეყნიდან შორს, ჩემს ფავორიტ და რეფორმატორ პოლიტიკოსთან შეხვედრისას გავხდებოდი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ცალსახაა რომ ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარი იყო, რომელსაც საქართველოდან “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობდა. ამ თავდასხმის სათავეში, კანონიერი ქურდის ყოფნა, კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რა ვითარებაა საქართველოში და ვინ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის მთავარ ძალას. მინდა ვუთხრა ყველას რომ არ გამოუვათ, ჩვენ ემიგრანტები, ჩვენს ქვეყანას მონატრებული ქართველები, რომლებმაც ავირჩეთ პოლიტიკური გზა, რათა ქვეყანაში მიმდინარე დიქტატორულ პროცესებს გავემიჯნოთ, არ მივცემთ არავის უფლებას შეგვიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა პოლიციის მხრიდან წიწაკის სპრეი, სამწუხაროდ "გავრილოვის ღამის" გამოცდილებამ ,მიგვაჩვია წიწაკის სპრეის, რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლას. თუმცა მსგავს ფაქტს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ისინი უბრალოდ ცდილობდნენ წესრიგის აღდგენას და მეტიც, ქართული პოლიციისგან განსხვავებით მინდა ადგილობრივ პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, სწრაფი და ოპერატიული მუშაობისთვის !დიახ, ჩვენ გვაქვს იმუნიტეტი ძალადობაზე, ჩვენ გვაქვს შემართება, რათა შორიდან ვებრძოლოთ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლების საქართველოში გაბატონებულები არიან.

არ ვნანობ არცერთ წამს, და მე ისევე როგორც სხვადასხვა საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული პირები, გაძლევთ პირობას რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, და არ მივცემთ უფლებას „ქართულ ოცნებას“ შეგვიზღუდოს გამოხატვის უფლება. ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ საქართველო, და შორიდან გაძლევ პირობას რომ გავიმარჯვებთ, მოვაშორებთ ქვეყანას კრიმინალურ ხელისუფლებას! მე დღეს ჩემი ქვეყნისგან შორს მყოფი მოქალაქეს, მაძრწუნებს ის ყველაფერი რაც საქართველოში ხდება. ქვეყანა ტოტალიტარიზმის გზაზე დგას, გავრილოვის ღამემ ცხადყო “ქართული ოცნების” საგარეო კურსიც, მე თავად გავხდი შემსწრე იმის თუ როგორ გვისწორდებიან ისინი ჩვენ, მათი ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ვიმედოვნებ რომ შევძლებთ დავანგრიოთ რეჟიმი, გამოვაფხიზლოთ საზოგადოება და ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, დამოუკიდებელ, ევროპულ საქართველოში. ამისთვის თქვენ, ჩემი საყვარელო ხალხო გთხოვთ აქტიურად დაესწროთ სხვადასხვა ქვეყნებში ჩანიშნულ მომდევნო შეხვედრებს, რათა დავანახოთ მათ რომ არაფრის არ გვეშინია !
ვიმედოვნებ რომ ესენი ვერ გვაჯობებენ და უფრო მშვიდობიან გარემოში შევხვდებით მომავალში, სადაც არაერთი აქტიუალური საკითხის განხილვა იგეგმება !


ამოიღეთ ხმა ყველა უსამართლობის წინააღმდეგ, მოვაშოროთ ქვეყანას წურბელა, ბიძინა ივანიშვილი და გადავრჩეთ!!“

განაცხადებს ჩვენთან დაზარალებული დავითი კოჩაძე და დეტალურად გვიყვება 2020 წლის 11 ოქტომბერს, ქალაქ ათენში მიხეილ სააკაშვილთან ემიგრანტების შეხვედრისას მომხდარ მოვლენებს.

ვცადეთ აღნიშნულ საკითხზე გავსაუბრებოდით საბერძნეთში არსებულ ქართლი საკონსულოს წარმომადგენლებს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა