საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world

ზურაბ ჯაფარიძე - ევროპელები შოკში იყვნენ, პაპუაშვილმა ტყუილი გაავრცელა, თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ

ნახვები: 597 ზურაბ ჯაფარიძე - ევროპელები შოკში იყვნენ, პაპუაშვილმა ტყუილი გაავრცელა, თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, ასევე, მუქარის შემცველ ზარებზე, პოსტერებზე, ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორები აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, მისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ კვირაში, როდესაც „რუსული კანონის“ საკომიტეტო და სასესიო მოსმენა ხდებოდა, ქვეყანაში ორშაბათიდან მოყოლებული რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.

ასევე, აქ არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, აქ არის 4 ევროპული ქვეყნის 4 საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია და რამდენად სერიოზულად უყურებენ ევროპელები. საუბარი იყო, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც ამ კანონთან მიმართებით და ასევე, ამ კანონის მიღმაც. ჩვენ საუბარი გვქონდა ასევე, ამ რაღაც მუქარის ზარებზეც, რომელიც არ წყდება. პოსტერებზეც, რომელსაც ჩვენს სახლებთან, ოფისებთან აკრავენ. ისევე, როგორც ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე, რომელსაც ახორციელებენ, როგორც სხვადასხვა ორგანიზებული არაფორმალური ჯგუფები, ისე „სამართალდამცველი სტრუქტურები“ მშვიდობიანი აქციების დროს. მათ ეს ინფორმაციები ჰქონდათ, ჩვენ რაღაც დეტალები მივაწოდეთ.

ისინი პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ შეგვხვდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ შოკში იყვნენ. თვითონ შეხვედრის დროს პაპუაშვილმა რაღაცა ტყუილი გაავრცელა - თითქოს რაღაც ყველაფერზე შეთანხმდნენ, რაზეც დამატებითი შოკი ჰქონდათ. იქვე, ჩვენს თვალწინ აორგანიზებდნენ რაღაც პასუხს, რომელსაც ალბათ, მალე გასცემენ. ისინი აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ პასუხის გარეშე, რომ არ დატოვებენ, ეს ცხადია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა