Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ნამდვილად აშინებს თუ არა რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანება?!-ლაგაზიძე

ნახვები: 424 ნამდვილად აშინებს თუ არა რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანება?!-ლაგაზიძე


„მცირე ალიანსები - საქართველოს უსაფრთხოებისთვის
საქართველო, უკრაინა, დასავლეთი, რუსეთი
1. ნამდვილად აშინებს თუ არა რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანება?! არა, რადგან სეპარატისტული, მილიტარისტული ჯგუფებით სავსე, დონბასითა და ლუგანსკით ნატოში უკრაინას არავინ მიიღებს. რადგან ორივეზე ფორმალურად უკრაინის იურისდიქცია შენარჩუნებულია, კონფლიქტები და საბრძოლო მოქმედებები ღია ფაზაშია, ამიტომ, თუ ამ მოცემულობაში დადგება უკრაინის ნატოში გაწვერიანების და ამ სეპრატისტულ რეგიონებზე, როგორც უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე, ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედების საკითხი, მაშინ ან უკრაინა დგება უმძიმესი არჩევანის წინაშე - საკუთარი ნებით თქვას უარი ამ ტერიტორიებზე ან ნატო დგება აუცილებლობის წინაშე, სამხედრო ძალით დაუბრუნოს უკრაინას ეს სეპარატისტული რეგიონები, რისთვისაც არც უკრაინაა მზად და არც ნატო. შედარებისთვის, სხვა თემაა ყირიმი, ან თუნდაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც რუსეთმა უკვე „აღიარა", სადაც კონფლიქტი მიძინებულ ფაზაშია გადასული და მათით უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება გაცილებით რეალისტურია, იმ დათქმით, რომ ამ ტერიტორიებზე ნატოს მე-5 მუხლი ამოქმედდება მათზე უკრაინის/საქართველოს იურისდიქციის გავრცელების შემდეგ. ეს პუტინმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც მას დონეცკისა და ლუგანსკის პირდაპირ მიერთებაზე გაციებით მეტად უკრაინის ფედერალიზაცია/კონფედერაცია აწყობს, სადაც ამ რეგიონებს ექნებათ მუდმივი ვეტოს უფლება უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. სანამ დონეცკსა და ლუგანსკში არსებული სტატუს-ქვო ნარჩუნდება, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ფანტაზიის სფეროა. შესაბამისად: პუტინის მხრიდან დასავლეთისთვის ულტიმატუმის წაყენების რეალური მიზეზი ეს ვერ იქნება.
2. მაშ, რა დგას რეალურად რუსული ულტიმატუმების უკან, გარდა ყბადაღებული საბჭოთა კავშირის აღდგენის და პუტინის ისტორიაში დარჩენის სურვილისა?! I. შიში იმისა, რომ რუსეთის გარშემო არ შეიქმნას წარმატებული ქვეყნების სარტყელი და II. სანამ მსოფლიოს ტენდენციებს სრულად განსაზღვრავს ორი სუპერ-სახელმწიფოს აშშ-სა და ჩინეთის კონკურენცია-დაპირისპირების ტრენდი, პუტინი ცდილობს რომ რუსეთის „ხვედრითი წონა" და ხმის უფლება გაზარდოს, რათა არ აღმოჩდნეს იმ როლში: აქლემების ბრძოლაში კოზაკი გაიჭყლიტაო. ამას კი ვერაფრით მოახერხებს ეკონომიკით, კეთიდღეობის დონის ზრდით თუ ტექნოლოგიებით. რჩება ერთადერთი: სანამ კიდევ თავისი ენერგორესურსების ჰიბრიდული ბრძოლის იარაღად გამოყენება და თავისი სამხედრო ტექნიკით სხვების იძულება შეუძლია, გაფართოვდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში, სადამდეც ხელი მიუწვდება, უმცროსი პარტნიორის როლი რომ მაინც ერგოს გიგანტების მომავალ შერკინებაში და მთლად „რაზმენნაია მონეტად" არ იქცეს. ისიც გასათვალისიწინებელია, რომ თუ 15-20 წლის წინ რუსეთის გარშემო ბუფერული ზონების შექმნა იყო დასავლური პოლიტიკის ტრენდი, კარგა ხანია დასავლეთი უკვე რუსეთს განიხილავს სამომავლო ბუფერად ჩინეთთან დაპირისპირებაში.
3. გარკვეულწილად ამითიც აიხსნება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან სხვადსხვა „გადატვირთვების" სახით დეკლარირებული ფაქტობრივი „არგაღიზიანების" პოლიტიკა. დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ საბაზრო ეკონომიკა ისეთ შეუქცევად ტრანსფორმაციას მოახდენდა რუსეთში, თავისი მილიარდელ-მილიონერების კლასით და დიდი საშუალო ფენით, რომ რუსეთი ვეღარ მიუბრუნდებოდა მძაფრი ავტორიტარიზმის და მით უფრო, იმპერიის აღდგენის პოლიტიკას. ამიტომაც, 2008 წლის ომი საქართველოსთან გამონაკლისად ჩათვალეს და და არა ახალი ტენდენციის დასაწყისად. რეალურად კი რუსეთმა ისარგებლა დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან გაბმული ბიზნეს-კავშირებით, ენერგორესურსებით და დასავლეთის პოლიტ-საინფორმაციო ელიტების მოსყიდისთვის გამიზნული დიდძალი შავი ფულით და რადგან თავად გაძ₾იერების შანსი არ ჰქონდა, ამ გზით მიზნად დაისახა დასავლეთის დასუსტება: ნატოსა და ევროკავშირისგან „ბაბილონის გოდოლის" შექმნა, რათა მათ საერთო მიზნების დასახვა და საერთო პოზიციებზე შეჯერება გასჭირვებოდათ. ამ მიზანს რუსეთმა ნაწილობრივ მიაღწია კიდეც: უკრაინის ქეისი, კარგა ხნის შემდეგ, პირველია, როცა ჩვენ მეტ-ნაკლებად დასავლეთის ერთიანი, შეჯერებული პოზიცია ვიხილეთ. აღარაფერს ვამბობ, თავად ნატო-ევროკავშირის სახელმწიფოების შიგნით რუსეთის მიერ გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომზე ამ ქვეყნების საზოგადოებებში, ქაოსის დათესვის, დაპირისპირების გაღვივების, ინსტიტუცების მიმართ ნდობის შემცირების, დეზინფორმაცია-პროპაგანდის წარმოების გზით. ამავე „ოპერიდანაა" დასავლეთის ანგლო-საქსური და დანარჩენი ნაწილის წინააღმდეგობების გაღვივების და დაპირისპირების მცდელობაც.
4. და რომ არა დეკემბრის რუსული ულტიმატუმი დასავლეთს არც ეტყობოდა რუსეთის მიერ თავსმოხვეული „კომფორტის ზონიდან" თუ სირაქლემას პოზიდან გამოსვლის მცდელობა.
5. რა მიიღო რუსეთმა და დასავლეთმა დეკემბრის ულტიმატუმიდან თვენახევარში, ამაზე მეორე ნაწილში",-წერს ხათუნა ლაგაზიძე

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა