კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

გიორგი ვაშაძე პრემიერს - საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო?

ნახვები: 539 გიორგი ვაშაძე პრემიერს - საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო?

ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად მოგმართო, თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, [ირანში] რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა? - ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ანტიეროვნული ნაბიჯია.

„რუსული კანონი“ სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე 95 მილიონი დოლარი დაბლოკეთ, მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ერთი ხელით, 95 მილიონი დოლარი დაბლოკე, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის არამღიარებელ ორი კონკრეტული ორგანიზაციის ლიდერს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული. არის თუ არა ეს ანტიქართული მოქმედება და აპირებ თუ არა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადო? კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება, კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი ამ ანტიქართული ქმედების გამო? 95 მილიონი დოლარით მაგალითად, 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, ან შეიძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის. აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადოთ ქართველ ხალხს, რომ თქვენ იმ ადამიანებს ჩამოართვით ხელი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. არის თუ არა, ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი და მეორე მხრივ, აპირებ თუ არა ბოდიში მოიხადო იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო 95 მილიონ დოლარს არ მიიღებს. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა ტაშს?“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დახმარების შეწყვეტა, რომელიც ქართველ ხალხს მოაკლდება, რამდენად სწორია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ვაშაძემ უპასუხა, რომ „ეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ დანაშაულია“.

„მათ ძალიან კონკრეტულად თქვეს, იღებთ „რუსულ კანონს“? ჩვენ გადავხედავთ სტრატეგიულ პარტნიორობასო. თუ გვინდა ეს 95 მილიონი დოლარი და მასთან ერთად 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ, 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ერთიანობით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ნორმალური განვითარების გზას დავადგეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა