ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

ჰელსინკის კომისია: ნათელი მტკიცებულებებია, არჩევნების შედეგი არ წარმოადგენს ხალხის ნებას

ნახვები: 655 ჰელსინკის კომისია: ნათელი მტკიცებულებებია, არჩევნების შედეგი არ წარმოადგენს ხალხის ნებას

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

განცხადებაში საუბარია დამკვირვებლების მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნულია, რომ მონაცემები სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს. 

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე როგორც მანამდე, ასევე არჩევნების დღეს, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შედეგები არის გაყალბებული, ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ ძალისხმევას არჩევნებში ჩარევის მცდელობებსა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ადგენენ გზას საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭირონ მათ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა