Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

არასამთავრობო სექტორი - დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე

03.02.2025 ნახვები: 928

გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, მესამე სექტორის ინფორმაციით, დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე.

დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით, ქსელის ინფორმაციით, 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.

ამასთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, აწარმოონ დროული და ეფექტიანი გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სამართალდამცველების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას. გასული ღამის განმავლობაში ქსელის ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მივიღეთ შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა. დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით, ქსელის ინფორმაციით, 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ საპოლიციო ძალები მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის შეკრების უფლების განხორციელებაში. ისინი თვითნებურად აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ამასთან, რამდენიმე ეპიზოდში ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭყლეტვის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად, ცალკეული სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს, განსაკუთრებით კი, ქალებს. დაკავებულთა ნაწილი საუბრობს დაკავების შემდგომ, ავტომობილებში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე. დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი, ნიკო კოკაია. იგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ აგრძელებს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე, გავრცელდა კადრები, თუ როგორ მიუთითებს აღნიშნული პირი საპოლიციო ძალებს კამერების წინ მოერიდონ დემონსტრანტებზე ძალადობას.

დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც, რომლის ადგილსამყოფელიც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, დადგინდა, რომ ის იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში. ადვოკატს არ მიეცა არასრულწლოვან დაკავებულთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და მხოლოდ მისი დაჟინებული მოთხოვნით, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ თავად გამოიყვანეს იგი შენობიდან. დაკავებული ადვოკატთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არის ნაცემი და მას დაკავების შემდეგ ამოაცალეს ტელეფონი და საფულე.

დაკავებულთა უმეტესობა ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფება. ამ დროისთვის, ადვოკატებისთვის არაა ცნობილი, დაკავებულები 24 საათის გასვლისთანავე დატოვებენ იზოლატორებს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სრულიად უსაფუძვლოდ, მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის გამოყენების მავნე პრაქტიკას.

მოვუწოდებთ, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მომხდარზე აწარმოონ დროული და ეფექტიანი გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სამართალდამცველების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

ჩვენ ვაგრძელებთ უკანონოდ დაკავებული ყველა პირის დაცვას!”, - ნათქვამია სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ გააჟღერა.

ცნობისთვისთვის, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “უფლებები საქართველო”, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა