Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ომი დაიწყო... ჩვენ რა ვქნათ?

ნახვები: 1177 ომი დაიწყო... ჩვენ რა ვქნათ?

ომი დაიწყო და ნუ გიკვირთ, რომ აქ არ სკდება ჭურვები - ჩვენ ერთი მხრივ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, მეორე მხრივ კი ამ ფრონტის ზურგი გვაბარია. ანუ ორ ფრონტზე გვიწევს ყოფნა.
წინა ხაზზე - პირდაპირი მნიშვნელობით - ჩვენი სახელმწიფოს რუკას და ოკუპირებულ ტერიტორიებს შეხედეთ ერთხელაც. ფრონტის ზურგს რაც შეეხება - მერწმუნეთ აქ ქმედება და აქ გამარჯვება წინა ხაზზე წარმატების საწინდარია. ამიტომ ახლა, სწორედ ფრონტის ზურგს მივაქცევ ყურადღებას. ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც „თქმითაც დაშავდების".
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ამის კონსტატაცია - ამ ვითარებაში აბსოლუტურად უაზრობაა მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბარი. ხელისუფლების დამუნათება გააკეთოს „ეს" ან „ის", საერთოდ უნაყოფო საქმეა. სტრატეგიული ამოცანების დასახვას საჯარო განცხადებები არ სჭირდება, მით უფრო, არც ჩერჩილია აქ არავინ და არც ჩემბერლენი.
9 წელია მმართველი პარტია ამ კურსს ატარებს. ამ ცხრა წლიდან პირველი 4 წელი ეს კურსი ტარდებოდა კოალიციური მთავრობის პირობებში. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში გადაბარგებული მის ყოფილ წევრებთან ერთად, როგორ უწუნებდა „აგრესიულ რიტორიკას" წინა ხელისუფლებას. ვაი-ვიშიც მახსოვს „ლილიპუტების" გამო, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. შესაბამისად, რატომ გვიკვირს ეს მონოტონური და უხმაურო პოლიტიკა? ეს ყველაფერი ხომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა გაცხადებული „ქართულ ოცნებას"?
ახლა კი ვფიქრობ დროა ვთქვა რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ - საზოგადოებას, ხალხს. დარწმუნებული ვარ საკმაოდ კრეატიული ქართველი სხვა ინიციატივებსაც გააჟღერებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩვენი საქმეა და არა პოლიტიკოსების. 
ანუ ნახეთ რას ვგულისხმობ და რას გთავაზობთ - სეგმენტური აქტივობები:
- მედიამენეჯერებმა მოითხოვონ რუსული არხების ტრანსლირების აკრძალვა და საკუთარი მედიაგამოცემებში სრულად შეზღუდონ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისა და განწყობების გაშუქება;
- სატელევიზიო და რადიო სივრცეში ყოველი სარეკლამო ჭრაში ჩაჯდეს 5-10 წამიანი რეკლამები „რუსეთის ოკუპანტია!", შესაბამისი შინაარსის ბანერები განათავსონ ონლაინგამოცემებმა;
- - ტურისტულ სეგმენტში - აიკრძალოს ყველა სახის რუსულენოვანი სარეკლამო განცხადებები, აბრები და სხვა სახის თვალსაჩინოებები. აქ ზუსტად ვიცი იქნება წინააღმდეგობები, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ შესაძლებელია ახალგაზრდა აქტივისტების მიერ სხვადასხვა პერფორმანსები და წინააღმდეგობის კამპანიების დაგეგმვა;
- - სარესტორნო და საკლუბო სეგმენტში - ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს რუსულენოვანი სიმღერები. აქაც ადვილია შედეგის მიღწევა - ათასი ხერხი შეიძლება მოიძებნოს - ამ რესტორნებისა და კაფეების, კლუბების დატოვებით, რუსულად მობულბულე მუსიკოსებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობით დასრულებული;
- როგორღაც იქნებ მოვახერხოთ თუნდაც ამ საკითხში ერთიანობა და უარი ვთქვათ მინიმუმ რუსული სასურსათო და სხვა სახის პროდუქციის შესყიდვაზე;
ეს არის ის, რაც მინიმალური დანახარჯებით შეგვიძლია გავაკეთოთ და მივიღოთ საკმაოდ კარგი ეფექტი.
აქვე ვიტყვი რა იქნება სასურველი რომ გაკეთდეს;
- ჩვენ უნდა შევძლოთ უკრაინელი ბაბშვებისა და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის მიღება, განTავსება და მკურნალობა. ეს სწორედ ახლა უნდა იცოდეს უკრაინიას ხელისუფლებამ და ამაზე ყვირილი PR და არ არის საჭირო;
- ქართული ბიზნესი უნდა მიხვდეს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება მისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის სრულიად დამღუპველი;
- ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც აწარმოებენ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, სასწრაფოდ დაიწყონ ალტერნატიული ბაზრების მოძიება;
- იმპორტიორმა კომპანიებმა კი მოიძიონ საქონლის შემოტანის ალტერნატიული გზები, ეს ეხებათ განსაკუთრებით ფქვილის იმპორტიორებს;
- ხელისუფლების ადგილას დავიწყებდი ფიქრის იმაზე, რომ სრულად - 100 პროცენტით, ჩანაცვლდეს რუსეთიდან ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტი, თუნდაც ფასების ზრდის ხარჯზე. პირველ ეტაპზე შესაძლოა, აუცილებელი გახდეს გარკვეული სუბსიდირება, თუმცა ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, მოსახლეობა შეძლებს ამ ტვირთის აწევას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხში გვექნება როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის მხარდაჭერაც;
- აუცილებელია დაიწყოს სომხეთთან მოლაპარაკებები ახალი ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რადგან ის ტერიტორიულად საქართველოსთან ახლოს შენდება, ჩვენ გვაქვს გარკვეული უფლებები მოვითხოვოთ მასში ინვესტირება და მშენებლობის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიაც მივიღოთ;
- წელსვე, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს ყველა იმ მცირე ჰესის მშენებლობა, რომელიც შეჩერებულია მოსახლეობის უაზრო პროტესტის გამო, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ინვესტორების „წველა";
- აპრილის ბოლომდე კი ხელისუფლებამ უნდა დადოს კონკრეტული გეგმა თუ რას აპირებს ნამახვანჰესთან, ხუდონჰესთან და ნენსკრასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით საბოტაჟის მომწყობი ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს;
- საკმარისია ენგურით სეპარატისტებისა და საოკუპაციო რეჟიმის კვება და ენგურჰესი უნდა გაჩერდეს!
- ჩვენ უნდა გავზარდოთ ადგილობრივი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის პოტენციალი;
- ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს „თავისუფლების ქარტიისა" და „ოკუპაციის შესახებ" კანონების ზედმიწევნით შესრულება;
ალბათ ბევრი საკითხი გამომრჩა. შესაძლოა, ბევრ საკითხზე ნაფიქრია და გადაწყვეტილიც, მე კი ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მერწმუნეთ აქციებით - გარდა სოლიდარობის აქციებისა ახლა ვერაფერს ვიზამთ. არა და რაღაც უნდა გავაკეთოთ და გავაკეთოთ ის მინიმუმი, რაც შეგვიძლია.
დიახ ჩვენ ომში ვართ, არა სხვის, საკუთარ ომში... ცუდი ის არის რომ 2008 წლის შემდეგ ამას ვერ ვგრძნობდით და დრო იმის გარკვევაში დავკარგეთ - „ვინ დაიწყო ომი?". სხვა თუ არაფერი, მგონი ახლა მაინც გაეცა ამ კითხვას პასუხი.

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა