მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს
გურამ როგავა: ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ვიდეოში ასახულ პირს არ ჰგავს
ზურა ჯაფარიძე: პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის აღებისკენ ჟესტებით მოვუწოდებდით, თუმცა ჩვენი ხმა არ ესმოდათ
გოჩა მირცხულავა: საფრანგეთის ხელისუფლება დაფიქრდეს, მათი მოქალაქე ივანიშვილი საქართველოში რას ჩადის

Byline Times -ის გამოძიება ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებსა და კორუფციულ სკანდალზე

01.04.2025 ნახვები: 854

ბრიტანული Byline Times ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის რეჟიმთან კავშირებზე წერს. 

გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ფინანსური კომპანია Hunnewell Partners, რომელსაც საქართველოს მმართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო მხარდამჭერები აკონტროლებენ, უზბეკეთში, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მაღალჩინოსან მოკავშირეს $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემის კოლაფსით სარგებლობაში დაეხმარა.

კერძოდ, გამოძიება წერს, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა ქარიმოვა - ბიზნესვუმენი, დიპლომატი, ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სახელწოდებით "ოფისი" და რუსეთის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან – Mobile Telesystems (MTS) – ასობით მილიონი დოლარის ქრთამს იღებდა უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ.

გამოძიების თანახმად, ამ ფაქტმა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომ ინვესტორებმა MTS-ს უჩივლეს, ერთ-ერთი ინვესტორი კი იყო Hunnewell Partners, რომელიც ლონდონის კენსინგტონისა და ჩელსის რაიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი რუხაძეა.  Hunnewell აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ სკანდალის გამო დიდი ზარალი განიცადა. 

კორპორაციული დოკუმენტების გაჟონვის, საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლოს პროცესების მეშვეობით, Byline Times-მა გამოავლინა, რომ ლონდონური კომპანია, ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირის – რომან აბრამოვიჩის ინტერესებს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა. გამოზიების თანახმად,  ამან ნათელი მოჰფინა რომან აბრამოვიჩის სავარაუდო კავშირებს კიდევ ერთ ავტორიტარულ, პოსტ-საბჭოთა რეჟიმთან.

აქ გამოძიება წერს, რომ Hunnewell არ არის მხოლოდ ბრიტანული კერძო კაპიტალის ჯგუფი. მისი დამფუძნებლები საკმაოდ ახლო საქმიანი პარტნიორები არიან საქართველოს პრორუსული ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის. კრიტიკოსების აზრით, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში გაუარესებული ადამიანის უფლებათა კრიზისის გაღრმავებაში, რომელიც განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა.

გამოძიება იმაზეც მიუთითებს, რომ Hunnewell Partners-ის მმართველი გუნდი, რომელსაც ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს, გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებსა და მედიასივრცის გაკონტროლებაში და აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძინა ტელეკომპანია იმედი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული იარაღია. 

გამოძიებაში მოყვანილია კრიტიკოსების აზრიც, რომლებიც თვლიან, რომ ტელეკომპანია იმედი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მთავარი იარაღია ოპოზიციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის. 

ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია კავშირშია რუსეთის ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან, რომელიც წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის უახლოეს ფინანსურ წრეებში იყო. დიდი ბრიტანეთის სასამართლოს დადგენილების მიხედვით, Hunnewell Partners-მა პირდაპირი ფინანსური სარგებელი მიიღო რომან აბრამოვიჩის კომპანიებისგან და წერს, რომ ეს აჩენს ეჭვებს, რომ ეს კავშირები შესაძლოა გავლენას საქართველოშიც ახდენდნენ.

გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი დასავლური სანქციების საფრთხის წინაშე დგას, რადგან მასთან დაკავშირებული პირები ხშირად მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებსა და ავტორიტარული მმართველობის გამყარებაში და აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოლიტიკოსები უკვე განიხილავენ Hunnewell Partners-ისა და ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი დარტყმა იყოს ბიძინა ივანიშვილის გავლენებისთვის.

ყოფილი დიპლომატები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთისგან საქართველოს ხელისუფლება კრემლის ინტერესებისკენ მიმართა. ქვეყანაში ოპოზიციის დევნა, მედიის კონტროლი და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება, მათივე თქმით, მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად ემორჩილება მოსკოვს, ვიდრე დასავლეთს.

ბრიტანელი დეპუტატები, მათ შორის ლეიბორისტი ბლერ მაკდუგალი, მიიჩნევენ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ეროვნული დანაშაულის სააგენტომ (NCA) უნდა დაიწყოს გამოძიება Hunnewell Partners-ის საქმიანობასა და საქართველოს დემოკრატიული პროცესების დაშლის საკითხზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა