Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სასამართლომ ბაჩო ახალაიას, „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამხობის“ შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ნახვები: 333 სასამართლომ ბაჩო ახალაიას, „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამხობის“ შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მისი გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა