კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, სანქციები აღადგინა და ნავთობის ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა

ნახვები: 285 აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, სანქციები აღადგინა და ნავთობის ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა

 

ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაცია ირანის მიერ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტზე მოძრავ კომერციულ გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ხორციელდება.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა საერთაშორისო საზღვაო გზაზე მშვიდობიანი სამოქალაქო ეკიპაჟებით დაკომპლექტებულ კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის ირანს მაღალი ფასი დააკისრონ. ირანის აგრესია იყო გაუმართლებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა. Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეში თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე მოქმედებდა, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით ეს ვადა 17 ივლისამდე შემცირდა.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.

ირანის ხელისუფლება სანქციების აღდგენას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის „აშკარა დარღვევად“ აფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი პასუხისმგებელი იქნება ამ გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგზე.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ირანში აფეთქებების ხმა ისმის. გავრცელებული ცნობებით, დარტყმები განხორციელდა რამდენიმე საპორტო ქალაქში, მათ შორის ბანდარ-აბასსა და სირიკში, ასევე კუნძულ ქეშმზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა