კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია

ნახვები: 321 ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი აზრით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია და ვაშინგტონს თეირანთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვს.

ამის შესახებ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დასრულდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ იერიშები განახორციელა, ტრამპმა უპასუხა:

„ეს საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, ის დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა.“

ტრამპის თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა „ძალიან ძლიერი დარტყმა“ განახორციელეს.

„მე მათ ვუთხარი: თუ დარტყმას განახორციელებთ, ჩვენ საპასუხო დარტყმას მოგაყენებთ. მაგრამ ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას ესხმიან თავს. ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბოს ჰგვანან, ხოლო კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთო,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა