ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions

ზელენსკი: უკრაინამ მოსკოვის რეგიონსა და შავ ზღვაში რუსულ ლოგისტიკურ ობიექტებსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა

ნახვები: 356 ზელენსკი: უკრაინამ მოსკოვის რეგიონსა და შავ ზღვაში რუსულ ლოგისტიკურ ობიექტებსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის რეგიონში შორ მანძილზე მოქმედი დარტყმებით რუსული ლოგისტიკური ობიექტები და ნავთობის საცავი დააზიანეს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მადლობა უპილოტო სისტემების ძალების მეომრებს, ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, სარაკეტო ძალებსა და არტილერიას, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებს. სამიზნეები ჩვენი საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე იყო. შავ ზღვაში ასევე დარტყმა განხორციელდა ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერსა და ოთხ სატვირთო გემზე“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა პასუხობს რუსეთის მიერ ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებულ ყველა თავდასხმას და ომის დასრულება მხოლოდ რუსეთზე ზეწოლის გაზრდით არის შესაძლებელი.

„ჩვენ სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთის მხრიდან ჩვენი ქალაქებისა და თემების წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა დარტყმას. ეს ომი უნდა დასრულდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ ომის ერთადერთ მიზეზზე – რუსეთზე – ზეწოლის გაზრდით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა