ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions

პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო

ნახვები: 315 პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო

4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი თავად იყო და, მისი შეფასებით, პროვოკაცია რომ არ მომხდარიყო, აქცია მშვიდობიანად დასრულდებოდა.

„4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი. პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო. ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაკეთდა, სადაც 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულების საჩივრები განიხილება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-წლიანი, ხოლო თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძესა და ირაკლი ჩხვირკიას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს სხვადასხვა მუხლით ედავებიან, მათ შორის სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა