დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს

ნახვები: 301 ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს

პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ ყოველდღიური, თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ხოშტარია წერს, რომ ოპოზიციამ თავად უნდა შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი და არა ხელისუფლებამ.

„სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას გვიპირებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას“, – წერს ხოშტარია.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ყოველდღიურად უნდა აჩვენებდეს საზოგადოებას ერთიანობას და აქტიურ ბრძოლას.

„გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა. ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს; უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება“, – აცხადებს ხოშტარია.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების დაცვა და ხელისუფლების ქმედებების ყოველდღიური კრიტიკა.

„ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ ვერჩით მას და აუცილებლად დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რამდენწლიან სასჯელს მოიგონებს ოპონენტებისთვის“, – წერს ელენე ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა