ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ მომხრეებს: თუ ევროპა ასეთი ცუდია, რატომ ისვენებთ, სწავლობთ, მკურნალობთ და ქონებას ყიდულობთ იქ?

ნახვები: 427 თამარ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ მომხრეებს: თუ ევროპა ასეთი ცუდია, რატომ ისვენებთ, სწავლობთ, მკურნალობთ და ქონებას ყიდულობთ იქ?

 

ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ მომხრეებს მიმართავს და კითხვას სვამს, რატომ ირჩევენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ევროპას დასვენების, განათლების, მკურნალობისა და ქონების შესაძენად მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკაში ევროკავშირი ხშირად ნეგატიურად არის წარმოჩენილი.

„გულწრფელად მაინტერესებს ერთ შეკითხვაზე პასუხი და ეგებ ვინმემ „ქართული ოცნების“ მომხრეებიდან მიპასუხოთ: თუ ევროპა — ევროკავშირი — არის ცუდი, მოგვიწოდებს გავხსნათ მეორე ფრონტი, ომში გვითრევდა, ეკონომიკური ვითარება საშინელია, ადამიანის უფლებები ირღვევა, სიბინძურეა, არ სცემენ პატივს ტრადიციებსა და ოჯახის ღირებულებებს, არიან ურწმუნოები და ა.შ., მაშინ რატომ დადის „ქართული ოცნება“ დასასვენებლად ევროპაში?“ — წერს ნუცუბიძე.

ჟურნალისტი იმავე კონტექსტში სვამს კითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების მიერ ევროპაში განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისა და სხვა შესაძლებლობების გამოყენების შესახებ.

„რატომ ასწავლიან შვილებს ევროპაში? რატომ აჩენენ შვილებს ევროპაში? სამკურნალოდ და ანალიზების ასაღებადაც კი რატომ დადიან ევროპაში? შოპინგზე რატომ დადიან ევროპაში? უძრავ ქონებას რატომ ყიდულობენ ევროპაში? რატომ აქვთ ბიზნესები ევროპაში?“ — წერს ნუცუბიძე.

„ვინმეს გაქვთ ამაზე პასუხი?“ — ამ კითხვით ასრულებს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა