მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ხაბეიშვილი: ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მკვლელობებთან დაკავშირებული მძიმე კითხვები არსებობს

ნახვები: 294 ხაბეიშვილი: ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მკვლელობებთან დაკავშირებული მძიმე კითხვები არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს აყენებს.

ხაბეიშვილი ღარიბაშვილის წერილს იმგვარად აფასებს, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს მკვლელობების დაგეგმვაში, ან, „უკეთეს შემთხვევაში“, ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

„ფარცხალაძე თავად ამხილეს მკვლელობის ორგანიზებაში, ახლა ღარიბაშვილი ამხელს კობახიძეს მკვლელობების დაგეგმვაში — უკეთეს შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებს“, — წერს ხაბეიშვილი.

მისი შეფასებით, ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ასევე აჩენს კითხვებს პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ხაბეიშვილი პროკურატურას ყოფილი პრემიერის განცხადებებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„პროკურორ გვარაკიძეს, რომელიც მდინარაძის კადრია, მძიმე რეალობა აქვს — ან ღარიბაშვილის ნათქვამზე დაიწყებს გამოძიებას, ან არა და ფარცხალაძესავით გაიქცევა მოსკოვში, კომუნისტურ პარტიაში“, — წერს ის.

ხაბეიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება და პროცესმა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის ღია კონფლიქტამდე მიიყვანოს.

„ამ მოკლე დროში ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას, როგორც მთავარ დირიჟორზე, ან ივანიშვილი უახლოვდება და კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს. სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ რომ სცადოს ბიძინას განეიტრალება“, — აცხადებს ხაბეიშვილი.

„ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის „ქოცის“ სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან!“ — წერს ხაბეიშვილი.

წერილის ბოლოს ის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ რამდენიმე ბიზნესმენსა და ბიზნესჯგუფსაც ასახელებს და მათ „მთავარი კრიმინალური ბანდის“ დამფინანსებლებს უწოდებს.

ხაბეიშვილის მიერ მკვლელობებთან, შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასა და კონკრეტული პირების მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებები მისი პოლიტიკური ბრალდებებია და წარმოდგენილ ტექსტში მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოყვანილი არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა