თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საია: დენის კულანინი რუსეთში არ უნდა გააძევონ — მას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს

ნახვები: 235 საია: დენის კულანინი რუსეთში არ უნდა გააძევონ — მას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი რუსეთის ფედერაციაში არ გააძევოს და მისცეს შესაძლებლობა, საქართველო უსაფრთხოდ დატოვოს და მესამე ქვეყანაში გაემგზავროს.

ორგანიზაციის განცხადებით, კულანინი მიეკუთვნება იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართაც რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში პოლიტიკური დევნის, თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის „მკაფიო და განჭვრეტადი საფრთხე“ არსებობს.

საიას ინფორმაციით, 28 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მოთხოვნით მიმართა. 30 აგვისტოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კულანინი ცენტრში არაუმეტეს სამი თვის ვადით მოათავსა.

ორგანიზაციის ცნობით, დენის კულანინი საქართველოში 2025 წლის 28 მარტს პოლიციის ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით ის 2026 წლის 28 აგვისტოს აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ცხრა პირს შორის მოხვდა, რომლებიც შეიწყალეს.

კულანინის ადვოკატის განმარტებით, ქვეყნიდან გაძევების ფორმალურ საფუძვლად საქართველოში ყოფნის ვადის დარღვევა დასახელდა. შსს კი მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის შესაბამის ნორმაზე, რომელიც სასჯელმოხდილი უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას ითვალისწინებს.

საიას განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა შსს-ს მიერ დასახელებული მიმალვისა და გაძევებისთვის თავის არიდების შესაძლო რისკები, თუმცა არ გაითვალისწინა კულანინის მიერ მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად შეძენილი ბილეთები.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კულანინი საჯაროდ გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ალექსეი ნავალნის. საიას შეფასებით, ამის გამო რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას პოლიტიკური მოტივით დევნისა და დაპატიმრების რეალური საფრთხე შეიძლება შეექმნას.

საია ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც პირის გაძევება ან ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დანიშნულების ქვეყანაში მას არაადამიანური ან არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრება.

„დენის კულანინი მიეკუთვნება სწორედ იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური დევნის, თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის მკაფიო და განჭვრეტადი საფრთხე. შესაბამისად, ქართულმა სასამართლოებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხედველობაში უნდა მიიღონ აღნიშნული გარემოება და არ გააძევონ დენის კულანინი რუსეთის ფედერაციაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

საია შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, კულანინის საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებით იხელმძღვანელონ და მას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა