უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ განხორციელებულ შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა.
„შავ ზღვაში მყოფ სამიზნესა და ორიოლის ოლქში დრონების გამშვებ და შესანახ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა. ასევე, იერიშები განხორციელდა სამარის ოლქის ნავთობის ობიექტსა და ბრიანსკის ოლქში ოკუპანტების მომარაგების ობიექტზე“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ სამიზნეებზე განხორციელებული დარტყმებისთვის უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.