Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები
Zelensky discusses next steps in diplomacy with Trump's representatives

მაკრონი საფრანგეთში არეულობებზე: ყველანი ბრაზსა და სირცხვილს განვიცდით, ძალადობას გამართლება არ აქვს

ნახვები: 238 მაკრონი საფრანგეთში არეულობებზე: ყველანი ბრაზსა და სირცხვილს განვიცდით, ძალადობას გამართლება არ აქვს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე მოქალაქეებს სიმშვიდისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური უთანხმოება მშვიდობიანი დებატებით უნდა გადაწყდეს და არა ძალადობით.

ფრანგი ხალხისადმი მიმართვაში მაკრონმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მომხდარს „წარმოუდგენელი ძალადობა“ უწოდა.

„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე, ზოგიერთი კი განადგურდა კიდეც“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, არეულობების შედეგად ასობით პოლიციელი დაშავდა, ხოლო ქალაქებში მომხდარმა ნგრევამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

„როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს ასე მოექცნენ საფრანგეთს?“ – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოხატვა ძალადობასა და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების განადგურებას ვერ გაამართლებს.

„ამაღამ ყველანი განვიცდით ბრაზსა და სირცხვილს. აუტანელია იმის ყურება, თუ როგორ არის დარბეული ჩვენი ქალაქები და მათი ქუჩები“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატიული დისკუსიის ფარგლებში უნდა დარჩეს.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების პოზიციები საჯარო შეხვედრებზე, მედიასა და მშვიდობიან დებატებში უნდა გამოიხატებოდეს.

„ეს დებატები უნდა შედგეს საინფორმაციო სივრცეში, გაზეთებსა და ტელევიზიებში, მშვიდობიან შეხვედრებზე, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივისცემით ესაუბრებიან და არავითარ შემთხვევაში არეულობასა და ქაოსში“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანას სჭირდება ღირსეული საარჩევნო პროცესი, რომელიც მოქალაქეების პასუხისმგებლიან მონაწილეობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას დაეფუძნება.

„ეს მართლაც მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლიან მიდგომას მოითხოვს“, – აღნიშნა მან.

მიმართვის დასასრულს მაკრონმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდის შენარჩუნებისა და ერთმანეთის პატივისცემისკენ.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა