ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

საქართველო და ახალი რუსული მიგრაცია

01.29.2021 | 20:13 ნახვები: 859

ავტორი: თენგის აბლოთია


საბჭოთა პერიოდში საქართველოში 500 000-მდე რუსი ცხოვრობდა. როგორც წესი ისინი საკმაოდ კარგად ინტეგრირებულები იყვნენ ადგილობრივ სოციუმში, ქართული ენა იცოდნენ და რუსულადაც კი შესამჩნევი აქცენტით ლაპარაკობდნენ.
ისინი ძირითადად მრავალრიცხოვან მსხვილ, საკავშირო დაქვემდებარების ქარხნებში მუშაობდნენ - ეს სხვათა შორის იმათთვის, ვინც ნოსტალგიით იხსენებს, რა ძლიერი მრეწველობა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს.
რამდენად ძლიერი იყო ეს ინდუსტრია ეკონომიკური თვალსაზრისით - ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა, რაც ეჭვგარეშეა, ისაა, რომ ამ საწარმოებში ძირითადად რუსები მუშაობდნენ.
ქართველებს იმ დროს სულ სხვა პრიორიტეტების ჰქონდათ - არისტოკრატია-ბურჟუაზიობანას თამაშები, და იმის გარკვევა ვინაა უბანში ქურდი და ვინ უბრალოდ კაი ბიჭი. სწორედ ამიტომ, მრავალი ქარხნების მიუხედავად, საბჭოთა პერიოდში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა მუშათა კლასი და ინდუსტრიული სულისკვეთება..
სწორედ ამიტომაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დეინდუსტრიალიზაცია და მრეწველობის სრული ჩამოშლა ყველაზე მძიმე სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, სწორედ საქართველოში აღმოჩნდა.
საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა და საქართველოდან ეთნიკური რუსების მასობრივი გაქცევა დაიწყო. ესეც ბუნებრივი მოვლენა იყო, იმიტომ რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ერებს შორის, სწორედ ადგილობრივი რუსები იყვნენ ყველაზე დაუცველები - ნათესავების, კავშირების და გლობალური კატაკლიზმების დროს აუცილებელი სოფლური ფესვების გარეშე.
თანაც მათი დიდი ნაწილი მუშა ან ინჟინერი იყო და ქვეყნიდან, სადაც ყველა ქარხანა ჯართზე დაშალეს, ისინი ისეთ ქვეყანაში გადაბარგდნენ, სადაც რაღაცა მაინც შენარჩუნდა - ანუ, რუსეთში.
შედეგად, საქართველოში დაახლოებით 60 000 რუსი დარჩა, ძირითადად, მოხუცები და პენსიონერები.
თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში რუსული ლაპარაკი სულ უფრო ხშირად ისმის, და რუსებს სულ უფრო მეტს დაინახავთ. ოღონდ ეს უკვე სხვა რუსები არიან - არა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი პენსიონერები, არამედ სულ სხვა კატეგორია - ძირითადად ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის წყვილები შვილებით.
ეს ფენომენი ყველაზე ნათლად თბილისის პარკებში და სკვერებში, განსაკუთრებით საბავშვო ატრაქციოებთან ჩანს. სწორედ იქ მუდმივად შეგხვდებათ ახალი რუსული მიგრაციის ტიპიური წარმომადგენლები - ახალგაზრდა დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
ფაქტიურად, ჩვენ საქმე სრულიად ახალ და ჩვენთვის უცნობ მოვლენასთან გვაქვს - რუსეთიდან საქართველოში არა სამუშაოს და ხელფასების მაძიებლები, არამედ შეძლებული, შემდგარი ადამიანები ჩამოდიან, რომლებსაც რუსეთში ან საქართველოში ბიზნესი აქვთ.
ისინი საშუალო ქართულ მასაზე ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, მათი შვილები კერძო ბაღებში და კარგ კერძო სკოლებში დადიან.
ეს ყველაფერი ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ქართულ საზოგადოებაში ამ მოვლენისადმი ერთიანი დამოკიდებულება ჯერაც არ ჩამოყალიბებულა - როგორ უნდა შევაფასოთ ახალი რუსული მიგრაცია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი და საქართველო ფაქტიურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან?
ვფიქრობ, ყველა სირთულის და წყალქვეშა დინებების მიუხედავად, ეს მოვლენა მთლიანობაში დადებითია.
ზოგადად, ნებისმიერი ზომიერი მიგრაცია, განსაკუთრებით, როდესაც საშუალო ფენის წარმომადგენლები ჩამოდიან - თავისთავად დადებითი მოვლენაა. არაფრად არ ვარგა ქვეყანა, სადაც ჩამოსვლა არავის სურს. წარმოიდგინეთ საქართველო, სადაც ქართველები გარდა არავინაა - რაოდენ მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა ასეთი ქვეყანა..
ზოგადად, მრავალფეროვანი, მრავალეროვანი და მულტიკულტურული მეგაპოლისები დღეს სიძლიერის და განვითარების მაჩვენებელია.. რა თქმა უნდა, ეს ზომიერების ფარგლებში, ისე, რომ სიტუაცია იმ დონემდე არ მივიდეს, რაც დღეს, მაგალითად მარსელში ან პარიზში ხდება..
საქართველოში რუსეთიდან ძირითადად საშუალო ფენა ჩამოდის, მშვიდი, ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებიც ლოთობით, ხმაურით და გამომწვევი საქციელით არ გამოირჩევიან.
ისინი არ არიან ე.წ. „რუსული სამყაროს" მოტრფიალეები, შესაძლოა, მათაც ჰქონდეთ იმპერიული განწყობები, მაგრამ ძირითად მსუბუქი ნოსტალგიის დონეზე.
რაც მთავარია, ისინი პოლიტიკურად სრულიად ლოიალურები არიან - პუტინის რეჟიმს ვერ იტანენ და თბილისში რუსული ჯარის შემოსვლაზე არ ოცნებობენ. პირიქით, მათი უდიდესი ნაწილი ანტიპუტინისტია და საქართველოში ძირითადად რბილი კლიმატის და ცხოვრების შედარებით ზომიერი ტემპის ხათრით ჩამოდიან.
ისინი არავითარ პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენენ იმ კუთხით, რომ „პუტინი მათ პასპორტებს შეირაღებული შეჭრისთვის გამოიყენებს".
ახალი რუსები საქართველოში გაფანტულად ცხოვრობენ, არ არსებობს მათ მიერ კომპაქტურად დასახლებული რაიონები და მათ არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამ კუთხით არ გააჩნიათ.
სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ „მათ შორის ფსბ-ს ბევრი აგენტია".. ნეტარ არიან მორწმუნენი.. პუტინს საქართველოში იმდენი მოხალისე აგენტი ჰყავს, რომ მას საერთოდ არ სჭირდება ვიღაცა რუსი მიგრანტი.. ნახევარი სახელისუფლებო ვერტიკალი აგენტებითაა გადატენილი, რა დროს რუსი ექსპატებია?
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარი საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს - არავითარი რუსეთიდან ჩამოსული აგენტურა არავის სჭირდება..
რა თქმა უნდა, ახალ მიგრანტებს შორისა სხვადასხვა კატეგორიას შეხვდებით - არიან თაღლითებიც, მედროვეებიც, და ფარული იმპერიალისტებიც, თუმცა, ძირითადად საქართველოში საცხოვრებლად ცივილიზებული, ევროპაზე ორიენტირებული და განათლებული რუსები ჩამოდის.
არ დაგავიწყდეთ - ყველა გამოკითხვის თანახმად, რუსების 15-20% პუტინის პოლიტიკის მკვეთრი მოწინაამღდეგეა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა