კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან

ნახვები: 565 თინა ბოკუჩავა EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან - ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ავრცელებს.

ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, ივანიშვილის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებზე უნდა იყოს მიმართული.

ბოკუჩავას თქმით, რეჟიმის წევრებმა, პროპაგანდისტებმა და ბიზნესელიტამ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება უნდა დაკარგონ.

„ევროკავშირმა ასევე უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა