კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის

ნახვები: 864 მამუკა ხაზარაძე - დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის

დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ, რადგან ერთი კაცის და მისი დამქაშების დრო ამ ქვეყანაში დამთავრდა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, უნდა გადადგან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მალე ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს.

„ჩემი აქ ყოფნა არის არა მარტო უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელიც დღეს, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ასი წლის თავზე განახორციელეს 21-ე საუკენეში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მისმა დამქაშებმა, ეს არის მართლა სიმბოლური, სწორედ დღეიდან დაიწყება ნამდვილი გამათავისუფლებელი ამბავი, რომ ჩვენ - საქართველო კიდევ ერთხელ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია.

მემგონი, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს ფართო სურათი, რა ხდება რეგიონში, რა პროცესები ვითარდება. ამიტომ, შემთხვევითობა არ არის, რაც დღეს მოხდა. კატეგორიულად ვემიჯნები იმ რიტორიკას, რომ 9 წელი გავიხსენოთ, მომავალში უნდა გავიხედოთ. არჩევანი არის ძალიან მკაფიო - ან ჩვენ გავხდებით, ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთის იმპერიის ნაწილი და ოკუპირებული იქნება არა 20 პროცენტი, არამედ ყველაფერი ისე, რომ ვერც გავიგებთ... მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა დღეს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოიყვანეს ძალისმიერი მეთოდით, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი უკვე ბოლო თვეების განმავლობაში ითხოვს, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, რომ გაყალბებული არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, რადგან ვერანაირ დემოკრატიას, ვერანაირ სასამართლოს ჩვენ ვერ ავაშენებთ, თუ არჩევნები, ადმიანის უფლება, მისი ხმის უფლება იქნება ხელყოფილი.

ამიტომ ვდგავართ ჩვენ ამ ბოიკოტში პარტიული განსხვავების მიუხედავად და ეს გავაერთიანებს. ამიტომ დღევანდელი დღიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის, შეუპოვარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ, რადგან ერთი კაცის და მისი დამქაშების დრო დამთავრდა ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, გამოვგლიჯოთ ეს მიძინებული ქვეყნა ამ ოლიგარქიას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მალე, გარწმუნებთ, ძალიან ცოტა ხანში ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა