კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ნათელი მაგალითია უნგრეთი

ნახვები: 383 რომან გოცირიძე - რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ნათელი მაგალითია უნგრეთი

თუ რას ნიშნავს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი, - აცხადებს პოლიტიკოსი, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

„თუ რას ნიშნავს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი-ერთადერთი სახელმწიფო ევროკავშირში, რომელიც ფაქტობრივად დადგა რუსეთის მხარეზე უკრაინასთან ომში. საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზეც კი თქვა უარი და ყველანაირად ხელს უშლის სანქციების გამკაცრებას. ამის ორბანით ანუ “პიროვნული ფაქტორით” ახსნა იქნებოდა სერიოზული შეცდომა.

სომხეთის რუსეთის სატელიტად გადაქცევის მიზეზიც არაა მხოლოდ ყარაბახი. მთელი ენერგეტიკა, ატომით და თბოსადგურებით დაწყებული და ჰოდროსადგურებით დამთავრებული, მთელი გაზის სექტორი, მაგისტრალებით დაწყებული და შიდა ქსელებით დამთავრებული და ზედ რკინიგზაც მიყოლებული, რუსეთის საკუთრებაშია. შეიძლება ტერიტორიული დავები მოგვარდეს, მაგრამ ეს ქვეყანა რუსეთს ვერასოდეს მოსწყდება.

რუსეთზე საქართველოს ენერგოდამოკიდების ზრდა ბევრს ჰგონია იმპორტის ზრდაში. სინამდვილეში თვალს ვხუჭავთ იმაზე, რომ ისედაც მთლიანად მიბმული ვართ რუსეთზე, რადგან რაც გვგონია რომ ჩვენია, სინამდვილეში არის რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ. ენგურის გარეშე არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკა, “მეორე ენგურის”(თუნდაც ნაკლები მასშტაბის), ანუ დიდი ახალი მარეგულირებელი სადგურის გარეშე არ არსებობს არც ენერგოდამოუკიდებლობა და არც ალტერნატიული( ქარი, მზე) ენერგეტიკის ზრდის შანსი(მხოლოდ ენგური ამისთვის საკმარისი არ არის, რისკები საერთოდ რომც არ არსებობდეს).

ნამახვანის ინვესტორი საბოლოოდ წავიდა და აქ განხორციელებული 40 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩამოწერა ზარალში. როგორ წარიმართება სამომავლოდ დავა და რას მოითხოვენ, არავინ იცის. ნათელია, რომ ზიანი დიდი იქნება.

ნამახვანი იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი და მის დროებით თუ სამუდამო გაჩერებაში დამნაშავე არის პირველ რიგში მთავრობა და მერე რუსეთიდან მართული ის ბნელი ძალები, რომლებიც ხელისუფლებასთან დღემდე თბილ ურთიერთობაში არიან. მათ ბანაკში უნებლიედ თუ ბევრი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური “მოღვაწე” აღმოჩნდა, ეს შორსმხედველობის დეფიციტით შეიძლება ავხსნათ, თორემ ვის არ უყვარს ბუნება?!“, - აცხადებს გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა