გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

ზურაბ ნოღაიდელი: "საქართველოს აუცილებლად სჭირდება მსხვილ ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში ყოფნა - ან რუსეთი, ან _ აზერბაიჯანი"

ნახვები: 1263 ზურაბ ნოღაიდელი: "საქართველოს აუცილებლად სჭირდება მსხვილ ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში ყოფნა - ან რუსეთი, ან _ აზერბაიჯანი"

საქართველოს ენერგოსისტემას აუცილებლად სჭირდება მსხვილ ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში ყოფნა, ელექტროენერგიის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ან რუსეთი, ან _ აზერბაიჯანი. ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრამ ზურაბ ნოღაიდელმა გაზეთ „ქრონიკა +"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე გამოჩნდა აზერბაიჯანი და გამოჩნდა „ელ გრინი". რაც მთავარია, ამან გამოიწვია კონკურენცია, _ ყოველ თვეს შესაძლებლობა გვაქვს (ამ შემთხვევაში საქართველოს ვგულისხმობ), შევადაროთ ერთმანეთს ფასები, პირველ რიგში, რუსეთისა და აზერბაიჯანის ფასი. ისინი არიან სწორედ რეალური და მთავარი კონკურენტები საქართველოსთვის, ასევე სტაბილური და დაბალი ფასის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ეს შევძელით ჩვენ: განსაკუთრებით 2016 წლიდან მოყოლებული „ელ გრინის" მონაწილეობამ ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე გამოიწვია ფასების შემცირება, დასტაბილურება და შემდეგ კიდევ უფრო მეტად მკვეთრად შემცირება, რაც სწორედ პირველ რიგში ჩვენი დამსახურებაა, რომ საქართველოში კონკურენცია შეიქმნა", - აცხადებს ნოღაიდელი.

მისი თქმით, „ელ გრინის" მონაწილეობამ ამ პროცესში გამოიწვია საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ფასების შემცირება და, შესაბამისად, ტარიფზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია.

ნოღაიოდელი განმარტავს, რომ რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ფასი არის სეგმენტური, ხოლო აზრბაიჯანიდან სტაბილური.

„ფასები რუსეთიდან არის ე. წ. სეგმენტური _ ღამის, დასვენების დღეების, დღისა და საღამოს პიკის საათის, 14 საათის განმავლობაში. ჩვენ თავიდან სტაბილური ფასი გვქონდა ერთი, მთელი პერიოდის განმავლობაში და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შესადარებლად უნდა გაგვეკეთებინა სხვადასხვა სეგმენტური ფასი, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო ერთმანეთთან ფასების შედარება. ერთ-ერთი თქვენი კოლეგა მეკითხება, _ 3,5 ცენტი 4,4-ზე ხომ უფრო ნაკლებია და 4,4 ხომ კიდევ უფრო ნაკლებია 7,8-ზეო? პირობითად, რუსეთიდან ფასი იმ მომენტში იყო 3,5, 3,7 ცენტი, ასევე 7,8 ცენტი და, თუ არ ვცდები, მარტში ჩვენი ფასი იყო 4,4 ცენტი", - აცხადებს ნოღაიდელი.

იგი მიიჩნევს, რომ ბაზარზე მონპოლისტი არ უნდა არსებობდეს.

„ჩემი აზრით, არც აზერბაიჯანის და ჩვენი, „ელ გრინის" მონოპოლისტური მდგომარეობა იქნებოდა სწორი. რაც არის, ის უნდა იყოს. კონკურენტული ვითარებაა საქართველოში, საქართველოს შეუძლია ელექტროენერგიის მიღება ერთდროულად ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან. ეს კონკურენტული მდგომარეობა ჩვენ შევქმენით, ამით კმაყოფილი ვართ, მეტიც: ვამაყობთ კიდეც, რომ ამ პროცესში მივიღეთ მონაწილეობა", - აცხადებს ნოღაიდელი და დასძენს, - „ყველას შეუძლია შეადაროს ერთმანეთს (ფასი) და ნახავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ისე ვამბობთ, როგორც არის, სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი იყო იანვრის მაგალითზე და იმიტომაც დავიწყეთ. 1-10 იანვრის განმავლობაში იმპორტი საქართველოში რუსეთმა განახორციელა, ამ დროს ჩვენ კუნძულოვან რეჟიმში ვიყავით აზერბაიჯანიდან იმპორტზე, რადგან 1-10 იანვრამდე რუსეთში იყო დასვენების დღეები, მაშინ დასვენების დღეების ფასი იყო 4,1 ცენტი და ბუნებრივია, კონკურენციას ვერავითარ შემთხვევაში ამ დროს რუსეთს აზერბაიჯანი ვერ გაუწევდა და მიგვაჩნია, რომ ეს იყო სრულიად სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ მერე, როცა იწყება ბევრი სამუშაო დღე და როდესაც პიკის საათებში რუსეთის ელექტროენერგიის ფასი 7,8 ცენტია, ჩვენს წინადადებას ნამდვილად აღარ ჰქონდა უკვე ალტერნატივა და 11 იანვრიდან „ესკომ" გააგრძელა ელექტროენერგიის იმპორტი უკვე აზერბაიჯანიდან _ ჩვენგან, „ელ გრინისგან".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა