ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო

სამართლიანი იქნებოდა რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ-მალხაზ მაჩალიკაშვილი

16.07.2022 ნახვები: 701

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის დაკავების ფაქტს "მორიგ სპექტაკლს" უწოდებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, დაკავება მისი შვილის მკვლელობას უკავშირდება და ამ გზით სახელმწიფო ცდილობს, სოსო გოგაშვილი გაანეიტრალოს.

"თუ ალაპარაკდა გოგაშვილი, ამათი საქმე კარგად არ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი სპექტაკლი, ვითომ სპეცოპერაციით გოგაშვილი აიყვანეს, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. ქოციდან გაქცეულიც და ქოციც ერთი და იგივეა. მაჩალიკაშვილის საქმე სტრაბუსრგში უკვე ზღრუბლზეა მიმდგარი. ეს საქმე გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს. ეს არის მცდელობა სოსო გოგაშვილის იმ საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე გაჩუმების მცდელობა", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სოსო გოგაშვილის დაკავებას თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც გამოეხმაურა:

"ტყუილ უბრალოდ რომ შემომიცვივდნენ შუა ღამის 4 საათისთვის და მძინარე ბავშვი რომ ჩამიცხრილეს ლოგინში, სამართლიანი იქნებოდა რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ, მანამდე ვერ გაიგებენ ჩვენს ტკივილს. ტერორისტი მაგის მეუღლეა, ტყუილ-უბრალოდ მომიკლეს შვილი, არაფრის გამო. ეს იყო სახელმწიფო დანაშაული. თავიდანაც ვხვდებოდით რომ ეს ასე იყო და ვერ აღიარებდნენ თავიანთ შეცდომას", - თქვა მედიკო მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გოგაშვილი დაკავებულია, ამის ამსახველი კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა