თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

შეკითხვები არსებობს და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს-გია ვოლსკი

ნახვები: 608 შეკითხვები არსებობს და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს-გია ვოლსკი

დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვას წარმოშობს ის, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კომენტარი სთხოვეს პარლამენტის წევრ სოზარ სუბარის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისადმი ღია წერილთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, შეკითხვები არსებობს და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს.

„ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მსგავსი კითხვები რომ მქონდეს, რაზეც შეიძლება ახლა ვილაპარაკოთ, მაშინ ცალ-ცალკე არ ვიქნებოდით. დიპლომატიურ სამსახურში დიდი ხანი ვმუშაობდი, აშშ-ში ათი წლის განმავლობაში. უამრავ საკითხზე გვქონია საუბარი ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საგანგებო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ამ მსჯელობას გარკვეული პროცესები მოსდევს თან, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციაში ატეხილი ჟივილ-ხივილი, რომ მოსამართლეს სანქციები დაადეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს ადებენ, საქართველო სანქციების გარეშე არ გადარჩება, მთავრობის გადატრიალება მოხდება და ამას წინ კონსულტაციები უძღვოდა, რომელიც მართლაც დახურულ ფორმატში უნდა იმართებოდეს, რა საკვირველია, ეს გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვას წარმოშობს ის, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება. უცნაურია პროცესები, როცა გააქტიურდა რადიკალური ოპოზიცია, დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლის სანქცირებაზე და სახელწიფო გადატრიალებაზე, აქ შეკითხვები არსებობს და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა