მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ

ნახვები: 392 თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
 

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივება, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ლოდინის დროის შემცირება და ვაჭრობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ სეზაი უჩარმაკმა სამი ქვეყნის მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე მომუშავე სამმხრივი კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.

უჩარმაკის თქმით, სამივე ქვეყანას საერთაშორისო ტრანზიტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შესაბამისად, საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სატრანზიტო პროცედურების გამარტივება, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ლოდინის დროის შემცირება და ვაჭრობისა და ტრანზიტის პროცესების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნა აღნიშნულ ქვეყნებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით“, - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. თუმცა, მიუხედავად მიმდინარე პროექტებისა, შუა დერეფნის სატრანზიტო გამტარუნარიანობა ჯერ კიდევ შეზღუდულია.

„როდესაც პერიოდულად საქართველოს ვსტუმრობ, ვაკვირდები გზების განვითარებას. ინფრასტრუქტურის ანალოგიურ განვითარებას ვხედავთ აზერბაიჯანშიც. დასავლეთში ხდება მოხმარება, ხოლო წარმოება აღმოსავლეთში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ტვირთებისა და საქონლის მნიშვნელოვანი გადაადგილება ხდება. თუმცა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, კერძოდ, შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ, სატრანზიტო გამტარუნარიანობა ამჟამად საკმაოდ დაბალია“, - აღნიშნა უჩარმაკმა.

მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარება, პროცედურების გამარტივება და სატრანზიტო სისტემების ჰარმონიზაცია ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებსაც შექმნის.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ქვეყნებმა მხოლოდ სატრანზიტო მომსახურებით არ უნდა შემოიფარგლონ და დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნაზე უნდა იზრუნონ.

„შეუძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულების შექმნა მხოლოდ საქონლის ერთი წერტილიდან მეორეში გადატანით. შემოსავალს მხოლოდ პროცესის სატრანსპორტო ნაწილით ვერ მიიღებ. თუ ამ საქონელს გადაამუშავებ და სხვა პროდუქტად აქცევ, დამატებით შემოსავალსაც მიიღებ“, - განაცხადა მან.

უჩარმაკის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანში აზერბაიჯანი მნიშვნელოვან დამაკავშირებელ როლს ასრულებს, ხოლო კასპიის ზღვის გავლით ტვირთების გადაადგილებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთსა და თურქმენეთთან თანამშრომლობას.

მისივე განცხადებით, რეგიონში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ერთობლივი პროექტების განხორციელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

„არავინ განახორციელებს ინვესტიციას მიდგომით, „მცირე იყოს, მაგრამ ჩემი იყოს“. თუ მიდგომა ეფუძნება პრინციპს, „მასშტაბური იყოს, სარგებელი ნახონ ყველა ქვეყანამ და იმ ქვეყნებმაც, რომლებთანაც თანამშრომლობთ“, მაშინ ახალი შესაძლებლობები ჩნდება“, - აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.

წყარო:

APA

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა