ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 702 სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა-გურამ მაჭარაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და მან უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება.

„ამაშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა. ახლა ამბობენ, ქართული პოლიტიკა რომ არ უნდოდა, იქნებ, ციხიდან გამოუშვათო. ასეთ განცხადებებს ეტყობა, სააკაშვილს რა ადვოკატები ჰყავს დაქირავებული. მას ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. სამართლებრივად როგორც არის გათვალისწინებული, ზუსტად ისე მიჰყვებიან იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო სფერო პროცესს. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პატიმარს დასკვნა არ ჰქონდეს იმის თაობაზე, რომ მისი განკურნება ქვეყანაში შეუძლებელია და ის საზღვარგარეთ გადაყვანას მაინც ითხოვდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა