Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce
Zelensky holds supreme Commander-in-Chief's Staff meeting: Ukraine's front-line positions strongest in long time

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო

ნახვები: 541 უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

„პირველი მატარებელი დღეს ჩავიდა კროპივნიცკში – ქალები, ბავშვები, მოხუცები. ყველას დავხვდით და დავაბინავეთ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის რაიონიდან სავალდებულო ევაკუაცია უკრაინის ხელისუფლებამ ზამთრის სეზონის მოახლოებას დაუკავშირა. კიევში აცხადებენ, რომ დონეცკის რაიონში, რომლის ერთ ნაწილს კიევი აკონტროლებს, ხოლო მეორე რუსეთს აქვს დაკავებული, საბრძოლო მოქმედებების გამო გათბობისა და ელექტროსისტემა დაზიანებულია, რის გამოც ზამთარში მოქალაქეების იქ დარჩენა შეუძლებელია.

უკრაინის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, განსახლებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. სავალდებულო ევაკუაციის შემდეგ, მოქალაქეს დროებით გადაადგილებული პირის მოწმობას მისცემენ. ის ადამიანები, ვინც სავალდებულო ევაკუაციაზე უარს იტყვიან, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ თავად აგებენ პასუხს საკუთარი და ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა