Ukrainian aviation strikes Russian troop hub in Huliaipole
Russian plans to reach Kramatorsk and Sloviansk by winter completely foiled – military
Mother of fallen U.S. volunteer hopes to publish in Ukraine children’s book inspired by her son
Zelensky: Russia preparing for another massive attack on Ukraine
Kushner blames Ukraine for stalling peace talks over ‘attack on Putin’s house’ in 2025
Trump and Rutte urge Putin not to expand war in Ukraine
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება
ევროპარლამენტი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოითხოვს – რეზოლუციაში სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც შევიდა ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნილი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მოითხოვს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. რეზოლუციას, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ტრამპი: პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე ზელენსკის - მათ ომი უნდა დაასრულონ

ნახვები: 460 ტრამპი: პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე ზელენსკის - მათ ომი უნდა დაასრულონ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მისი თქმით, ორივე მხარეს სურს შეთანხმება, თუმცა მისი მიღწევის გზა არ იციან.

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება New York Post.

„ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო მეტად სურს, ვიდრე ზელენსკის“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, მისი უშუალო ჩარევით რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმდნენ.

„ისინი დათანხმდნენ ენერგეტიკულ ზავს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვუთხარი, დათანხმდით-მეთქი. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს“, — განაცხადა მან.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ შემთხვევებს გულისხმობდა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს პირდაპირი შეხვედრისა და ომის დასრულებისკენ.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, — განაცხადა ტრამპმა.

მის მიერ დასახელებული დანაკარგების რაოდენობა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. აშშ-ის პრეზიდენტს ასევე არ განუმარტავს, 32 000 ადამიანში მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს გულისხმობდა თუ ომის შედეგად დაღუპულ და დაშავებულ პირებს ერთად.

ტრამპის შეფასებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის მხარეებს დამატებითი ძალისხმევა სჭირდებათ.

„ვფიქრობ, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისინი შეთანხმდნენ. პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც სურდეს შეთანხმება“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებისა და შესაძლო ენერგეტიკული ზავის შესახებ მიმდინარე განხილვების ფონზე გაკეთდა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტისთვის, თუმცა მოსკოვისგან ანალოგიური ვალდებულების შესრულებას მოითხოვს.

წყარო: New York Post.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა