ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება
ევროპარლამენტი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოითხოვს – რეზოლუციაში სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც შევიდა ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნილი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მოითხოვს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. რეზოლუციას, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
დავით ფეიქრიშვილი: ციხეში ოთხი დღე მაწამებდნენ, პროკურატურა კი ამის ჩაფარცხვაში მონაწილეობდა – რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?
ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა
დათო გამცემლიძე: რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების გამკაცრება გარდაუვალი ჩანს – ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და დასავლეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს
გოჩა მირცხულავა: „ნადარაიადა“ თუ რაღაც ასეთი შეიძლება დავარქვათ იმ ცირკს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
ტრამპმა და რუტემ უკრაინაში ომის დასრულება, ირანის კონფლიქტი და ნატო-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდა განიხილეს
აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ის გამანადგურებლების აღჭურვილობისა და ტექნიკური მხარდაჭერის 622-მილიონიანი შეთანხმება დაამტკიცა

ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება

ნახვები: 172 ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება
 

რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის მზადებას ასრულებს. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, სამიზნე კვლავ ენერგეტიკული, ლოგისტიკური და მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის ობიექტები იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, რუსები უკვე ასრულებენ მზადებას ახალი მასშტაბური დარტყმისთვის და, დაზვერვის მონაცემებით, სამიზნეებს შორის კვლავ იქნება ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მდებარე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. იგი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიშს ელოდება.

„მთავარი ამოცანა Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის რაკეტების მიღებაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევებს ელექტროქვესადგურებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ენერგომომარაგების ქსელზე.

ამჟამად განსაკუთრებით რთული ვითარებაა დნიპროში, დნიპროს რაიონსა და პავლოჰრადში. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ოდესაში, ხარკოვისა და სუმის ოლქებში.

ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სარემონტო ჯგუფები, რომლებიც სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზადდება ახალი სანქციები რუსეთის იმ საწარმოებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. სანქციების ამოქმედება საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით იგეგმება.

წყარო: უკრაინსკა პრავდა, 26 ნოემბერი, 2026.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა