აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 621,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეთანხმება F-16-ის გამანადგურებლების ტექნიკურ მომსახურებასა და მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
პროექტს მრავალეროვნული პროგრამა JUMPSTART-ის ფარგლებში ოთხი ევროპული ქვეყანა – ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეთანხმების განხორციელება უკრაინაში ამერიკის მთავრობის დამატებითი წარმომადგენლების ან კონტრაქტორების გაგზავნას არ მოითხოვს.