ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე უდასტურებს.
მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.
ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას სულ 7 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.