ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
ბოლნისში, მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ
რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი
ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს მამაკაცი წაიქცა და გარდაიცვალა
24–26 ნოემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, ქარბუქი და შტორმია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს

ნახვები: 175 Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს

 

აშშ-მა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთთან ბიზნესგარიგებების შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროებში თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

თავდაპირველად კრემლი ამ წინადადებებით ინტერესდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი პოზიცია შეიცვალა. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვი მოლაპარაკებებში ძირითად ყურადღებას ტერიტორიულ საკითხებზე ამახვილებს და უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას მოითხოვს.

Financial Times-ის ცნობით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებს უკვე აცნობეს, რომ რუსეთთან ბიზნესგარიგებები სამშვიდობო მოლაპარაკებების საკვანძო საკითხს აღარ წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა