ბოლნისში, მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ
რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი
ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს მამაკაცი წაიქცა და გარდაიცვალა
24–26 ნოემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, ქარბუქი და შტორმია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
კობახიძე: ივანიშვილი გუნდში პირველი პირია, მე – მეორე, ამიტომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ შორის არსებობს

ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ

ნახვები: 219 ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა 18 სხდომამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მოსარჩელე მხარის არაერთი ბრალდება გაბათილდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს 18 სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან“, – განაცხადა წითლიძემ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე.

მისი მტკიცებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სასამართლოში აღიარეს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ.

„ეს საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გამარჯვებაა. კრემლმა უკან დაიხია. „ისკანდერზე“ ბათილია. კასეტურ ბომბებზე ბათილია. ბათილია ბრალდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა დავარღვიეთ“, – აღნიშნა მან.

წითლიძის განცხადებით, მოსარჩელე მხარემ ასევე მოხსნა ბრალდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სარჩელში მითითებულ ე.წ. სისტემურ დანაშაულებს, წითლიძე ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი 26 საქმიდან 19 გაბათილდა, ხოლო ორ საქმეზე მანიპულაციური არგუმენტები გამოიყენება.

მისივე თქმით, დარჩენილ შვიდ საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასაბუთა მათი დანაშაულებრივი ქმედებების კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან.

წითლიძემ ცალკე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, იური ვაზაგაშვილის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძისა და სხვა საქმეებზე და განაცხადა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი გარემოებები „ქართული ოცნების“ ბრალდებებს არ ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებული 70 საქმიდან 59 მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთ მტკიცებულებად მიღებული წულუკიანის კომისიის დასკვნა, როგორც აკინძული „ასავალ-დასავალი“, გაცამტვერდა“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, განხილვებმა უკვე აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტები სრულად ჩამოიშალა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა