ბოლნისში, მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ
რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი
ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს მამაკაცი წაიქცა და გარდაიცვალა
24–26 ნოემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, ქარბუქი და შტორმია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
კობახიძე: ივანიშვილი გუნდში პირველი პირია, მე – მეორე, ამიტომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ შორის არსებობს

რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი

ნახვები: 224 რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი

 

რუსეთის სამარის ოლქში „როსნეფტის“ კუთვნილ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის სამიზნე „ნოვოკუიბიშევსკისა“ და „სიზრანის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გახდა. დრონებით დარტყმების შედეგად ორივე საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის საფრთხის გამო სამარის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მიყენებული ზიანის მასშტაბისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა