რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება – მძღოლებს მთაწმინდის ქუჩებიდან პირდაპირ სანაპიროსა და კოსტავას ქუჩაზე გასვლა შეეძლებათ
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
სანდრო ბარამიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას – ნადარაიამ პროცესუალური წესები დაარღვია
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
ბოლნისში, მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ
რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნახვები: 251 დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია) 1948 წლის 15 ნოემბერს სოხუმში დაიბადა. 1953 წლიდან მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა.

1971 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 1988 წელს – მცხეთის სასულიერო სემინარია. იმავე წლის 3 იანვარს ბერად აღიკვეცა და აბრაამი ეწოდა. 28 მაისს მღვდელმონოზვნის ხარისხში აიყვანეს. 1989–1990 წლებში სწავლობდა გერმანიაში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში.

1992 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს. 1996 წლამდე ხელმძღვანელობდა ნიკორწმინდის ეპარქიას. 1993–2003 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, ხოლო 1995–2002 წლებში – საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე.

1996–1998 წლებში მართავდა საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიას. 1998 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ჭიათურის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. 2000 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი, ხოლო 2002 წლიდან გარდაცვალებამდე დასავლეთ ევროპის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.

მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოებული იყო კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ჯილდოებით.

2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით, ხოლო 2008 წლის 16 ნოემბერს მიენიჭა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 2026 წლის 25 ნოემბერს, თბილისში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა