ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნილი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მოითხოვს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.
რეზოლუციას, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.