თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჩვენ არ გვინდოდა აშშ-ის ელჩისთვის კითხვების საჯაროდ დასმა, თუმცა ეს კითხვები დაისვა და სამწუხაროა, რომ პასუხი არ გაეცა-კობახიძე

ნახვები: 606 ჩვენ არ გვინდოდა აშშ-ის ელჩისთვის კითხვების საჯაროდ დასმა, თუმცა ეს კითხვები დაისვა და სამწუხაროა, რომ პასუხი არ გაეცა-კობახიძე

ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან, ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დასვა მის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დარჩა თუ არა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთ კითხვები და რა სახის არის ეს კითხვები.

„საუბარი იყო ძირითადად გამიჯვნაზე, მაგალითად ემიჯნებოდა თუ არა კელი დეგნანი ეკა გიგაურს, ეკა გიგაური არის ადამიანი, რომელიც იღებს კონკრეტული წყაროდან ფულს და როდესაც ის ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს ასეთ განცხადებას. სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. მაგალითად, როდესაც ვიღაც მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ შესაბამისი განცხადება. ამაზე გამიჯვნა არის საჭირო. ჩვენ არ გვინდოდა კითხვების საჯაროდ დასმა, თუმცა ეს კითხვები დაისვა და სამწუხაროა, რომ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა